ნბა-ს კლუბ "მაიამი ჰიტის" გამთამაშებელმა ივლისის დასაწყისში კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა (85 მლნ ევრო), კლუბის პრეზიდენტ პეტ რაილისთან შეხვედრაზე კი გადაწყვიტა, რომ სეზონისთვის უკეთ მომზადებისთვის აჯობებს, თუკი პერიოდს დასასვენებლად გამოიყენებს.
გარდა ამისა, გორანს ეროვნულ გუნდში გამოუცხადებლობისთვის ოჯახური მიზეზიც აქვს - მისი ცოლი ბავშვს აგვისტოში ელოდება.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ 2015-ზე, რომელსაც 5-20 სექტემბერს ხორვატია, საფრანგეთი, გერმანია და ლატვია ერთად უმასპინძლებენ, საქართველოს ნაკრები C ჯგუფში სლოვენიის გარდა,
საქართველო-სლოვენიის მატჩი 6 სექტემბერს, ზაგრებში გაიმართება.