201 - კოეფიციენტი საქართველოს ჩემპიონობაზე

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატი 31 აგვისტოს დაიწყება. მანამდე ზუსტად 222 დღე დარჩა. ჰოდა, გადავწყვიტეთ ჩვენი გაზეთის დღევანდელი ნომერი სტამბაში ისე არ გაგვეშვა, რომ ევრობასკეტზე არაფერი დაგვეწერა.

როგორც ყოველთვის, ამა თუ იმ ჩემპიონატის მონაწილე გუნდებზე წინასწარ მსჯელობა (მით უმეტეს, ჯერ არც წილისყრა ჩატარებულა) და მათი ძალების შეფასება არცთუ იოლია. ამ საქმეში ყველაზე კარგი "მაცნე" ტოტალიზატორებია. ეს ორგანიზაციები წინასწარ არკვევენ გუნდების სიძლიერეს, რის მიხედვითაც ეგრედ წოდებულ "კუშებს" წერენ.

დავინტერესდით, რამდენს მოვიგებთ, იმ შემთხვევაში, თუ ფსონს საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლაზე დავდებთ. სამწუხაროდ, მომდევნო ეტაპზე გასვლაზე
ფსონს ჯერ ერთი ტოტალიზატორიც არ იღებს. სამაგიეროდ, "უილიამ ჰილში" საქართველოს ნაკრების ჩემპიონობაზე 1 ევრო რომ დადოთ 201 ევროს მოიგებთ. შედარებით სკეპტიკურად უყურებს ქართველთა შანსებს "ბეტ 365" - 1 ევროში 500-ს იძლევიან. ტოტალიზატორ "888 სპორტის" აზრით, ქართველების ჩემპიონობის შანსი 150 ევროდ ფასობს.

იმედი დავიტოვოთ, რომ პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ ეს მაჩვენებელი დაეცემა, მანამდე კი ყველა დანარჩენი გუნდის "კუშებს" გავეცნოთ. ცხადია, ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი ესპანეთია - 2.75, ლიტვა 4.5, სერბეთი 5, თურქეთი 11, საბერძნეთი 11, სლოვენია 17, საფრანგეთი 17, რუსეთი 26, ხორვატია 41, გერმანია 51, ბრიტანეთი 51, იტალია 51, ჩერნოგორია 51, ისრაელი 101, მაკედონია 201, საქართველო 201, ბელგია 201, პოლონეთი 201, ბულგარეთი 201, ბოსნია 201, ლატვია 201, უკრაინა 201, ფინეთი 501, უნგრეთი 501, პორტუგალია 501.

30 იანვარს წილისყრაა და ტოტალიზატორები ჯგუფიდან გასვლის შანსებსაც შეაფასებენ.


***
ამასობაში ლიტვაში ევრობასკეტი 2011-სადმი მიძღვნილი ახალი საფოსტო მარკა გამოვიდა. მასზე გამოსახულია რამდენიმე დეტალი 1939 წელს დაბეჭდილი საფოსტო მარკიდან. სწორედ 39-ში ლიტვაში პირველად გაიმართა ევროპის ჩემპიონატი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"






.


მკითხველის კომენტარები / 1 /
როდის არის კენჭისყრა?
zura
08:30 22-01-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული