"პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ, როგორ შევქმენით ასეთი სოლიდური ნაკრები"

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა ევ­რო­პის 2015 წლის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე თა­მა­შით არა­ერ­თი უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტის ყუ­რადღე­ბა მი­იპყ­რო. სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებ­დ­ნენ თვალს თი­თო­ე­ულ მატჩს... დას­კ­ვ­ნე­ბის დროც დად­გა.

მახ­სოვს, 2005 წელს ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის თა­მა­ში რომ შე­ა­ფა­სა, ვლა­დი­მერ სტე­ფა­ნი­ას მო­საზ­რე­ბებს არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია მოჰ­ყ­ვა. მას ევ­რო­ბას­კე­ტი 2015-ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც ვე­სა­უბ­რე და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ვთხო­ვე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ვო­ვას სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­ში 19 მატ­ჩი აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. მი­სი მო­ნა­გა­რი თა­მაშ­ში სა­შუ­ა­ლოდ 15.3 ქუ­ლა და 8.2 მოხ­ს­ნა იყო...

ვიდ­რე ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა და­იწყე­ბო­და, სტე­ფა­ნი­ას ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ვკითხე. გუ­ლის ოპე­რა­ცია გა­და­უ­ტა­ნია, თუმ­ცა, რო­გორც
თა­ვად აღ­ნიშ­ნა, რთუ­ლი ოპე­რა­ცია არ ყო­ფი­ლა. ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­შია, შე­მოდ­გო­მის ბო­ლოს კი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მოს­ვ­ლას აპი­რებს...

"სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის 100 პრო­ცენ­ტი ვე­რა, მაგ­რამ 70-80 პრო­ცენ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნა.

ეს ბო­ლო სამ მატ­ჩ­ზე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, საწყის სამ შეხ­ვედ­რა­ში კი ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და ფა­ჩუ­ლი­ამ­დე, სა­ნი­კი­ძემ­დე, შენ­გე­ლი­ამ­დე, შერ­მა­დი­ნამ­დე ბურ­თის მი­ტა­ნა. მე­ტო­ქე­ებს კარ­გად ვყავ­დით შეს­წავ­ლი­ლი და დაც­ვა­შიც შე­სა­ბა­მი­სად გვე­თა­მა­შე­ბოდ­ნენ. მა­გა­ლი­თად, ჰო­ლან­დი­ე­ლებ­მა გუნ­დუ­რად გვა­ჯო­ბეს, ჩვე­ნი თა­მა­შის ჩვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მოგ­ვ­ცეს. პე­რი­მეტ­რი­და­ნაც კარ­გად იცავ­დ­ნენ თავს და ფარ­ქ­ვე­შაც.

ბო­ლო მატ­ჩებ­ში, რო­ცა ბურ­თი ცენ­ტ­რე­ბამ­დე ადი­ო­და, ჩვენ­მა წი­ნა­ხა­ზე­ლებ­მა ევ­რო­პის წამ­ყ­ვა­ნი ნაკ­რე­ბე­ბის მე­ფა­რე­ე­ბი და­ჩაგ­რეს კი­დეც".

ყვე­ლა ვთან­ხ­მ­დე­ბით, რომ ჰო­ლან­დი­ას­თან გა­მარ­თ­ლე­ბის ფაქ­ტო­რიც იყო:

"ჰო­ლან­დი­ას ხუთ­ჯერ რომ შევ­ხ­ვ­დეთ, ხუ­თი­ვე­ჯერ მო­ვუ­გებთ. ცო­ტა გა­უ­მარ­თ­ლათ კი­დეც, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ევ­რო­ბას­კე­ტის გახ­ს­ნით მატ­ჩ­ში დაგ­ვი­პი­რის­პირ­დ­ნენ, ბო­ლო წა­მებ­ზე ისე­თი ტყორ­ც­ნე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს, წე­სი­თა და რი­გით რომ არ უნ­და ჩა­ვარ­დ­ნი­ლი­ყო.

გა­უ­მარ­თ­ლა ეს­პა­ნეთ­საც საფ­რან­გეთ­თან - მატ­ჩის გა­დამ­წყ­ვეტ მო­მენ­ტ­ში ეს­პა­ნე­ლებს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­უ­ვარ­დათ, ფრან­გებს - არა­ფე­რი. თუმ­ცა ვე­რა­ფერს შევ­ც­ვ­ლით, სპორ­ტია და აქ ზოგ­ჯერ გა­მარ­თ­ლე­ბა გა­დამ­წყ­ვე­ტი ფაქ­ტო­რია".

სტე­ფა­ნია მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს ჰქონ­და პო­ტენ­ცი­ა­ლი, პლეი ოფ­ში კი­დევ უფ­რო წინ წა­სუ­ლი­ყო. რომ ვკითხე, ლიტ­ვის და­მარ­ცხე­ბა რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რი იყო-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხა:

"და­მარ­ცხე­ბუ­ლი არ გვყავ­და? თა­მაშს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, გა­მიჩ­ნ­და შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ აუცი­ლებ­ლად უნ­და მოგ­ვე­გო, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი თა­ვის კა­ლათ­ბურთს თა­მა­შობ­და, მე­ტო­ქე კი წვა­ლობ­და.

მი­მაჩ­ნია, რომ მწვრთნელს სწო­რი სტრა­ტე­გია ჰქონ­და შერ­ჩე­უ­ლი, თუმ­ცა იმა­საც ვფიქ­რობ - ზა­ზა ფა­ჩუ­ლი­ა­სა და სხვა ლი­დე­რებს პირ­ველ ტა­იმ­ში ცო­ტა მე­ტი რომ და­ეს­ვე­ნათ, ბო­ლო წუ­თებს ერ­თი-ორად კარ­გად ჩა­ვა­ტა­რებ­დით. ბო­ლოს დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი დაღ­ლის ბრა­ლი მგო­ნია.

აკ­ვირ­დე­ბო­დით, ლიტ­ველ­თა მწვრთნე­ლი რა ხში­რად მი­მარ­თავ­და შეც­ვ­ლებს? მათ "ფი­ზი­კით" მოგ­ვი­გეს. თუმ­ცა დღეს მატ­ჩის ანა­ლი­ზი იოლია, შეხ­ვედ­რის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას კი, რო­ცა ზა­ზას თა­მა­ში მის­დის, მე­ტო­ქის ცენ­ტ­რებს ფარ­ქ­ვეშ არ უშ­ვებს, რო­გო­რია მი­სი შეც­ვ­ლა"?

სტე­ფა­ნია ნაკ­რებ­ში 90-იან წლებ­ში თა­მა­შობ­და. მას იმ­დ­რო­ინ­დელ გუნ­დ­თან პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბა ვთხო­ვე:

"საქ­მე ყვე­ლა­ფერ­ზე მეტყ­ვე­ლებს. ამ გუნ­დ­მა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მერ­ვედ­ფი­ნა­ლი ითა­მა­შა. ვუ­ყუ­რებ­დი თა­მა­შებს, ვაკ­ვირ­დე­ბო­დი ხა­რისხს და მე­ა­მა­ყე­ბო­და. ამა­ყი ვარ იმი­ტომ, რომ ასე­თი კარ­გი გუნ­დი გვყავს, იმი­ტო­მაც, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში მეც მცი­რე აგუ­რი მაქვს და­დე­ბუ­ლი, ერთ დროს მეც მეც­ვა ნაკ­რე­ბის 6-ნომ­რი­ა­ნი მა­ი­სუ­რა.

1995 წელს, რო­ცა პირ­ვე­ლად ჩა­ვერ­თეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რე­ბებ­ში, ვინ­მეს რომ ეთ­ქ­ვა - მო­ვა დრო და ლიტ­ვას ევ­რო­ბას­კე­ტის მერ­ვედ­ფი­ნალ­ში შეხ­ვ­დე­ბი­თო, ვერ და­ვი­ჯე­რებ­დი. არა­და, მა­ში­ნაც კარ­გი გუნ­დი გვყავ­და, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნატ­ში გა­მოც­დი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბი, მათ შო­რის - ნი­კო­ლოზ დე­რი­უ­გი­ნი.

მას მე­რე ეროვ­ნულ გუნდს ჰქონ­და აღ­მავ­ლო­ბე­ბი, ჩა­ვარ­დ­ნე­ბი, მაგ­რამ ბო­ლოს და ბო­ლოს მი­ვი­ღეთ სო­ლი­დუ­რი ნაკ­რე­ბი, რო­მელ­მაც ზე­დი­ზედ სა­მი ევ­რო­ბას­კე­ტი ითა­მა­შა ღირ­სე­უ­ლად".

...და რაც შე­ე­ხე­ბა პერ­ს­პექ­ტი­ვას:

"ზა­ზა ფა­ჩუ­ლი­ას თა­ო­ბა კა­ლათ­ბურთს მუდ­მი­ვად ვერ ითა­მა­შებს, ად­რე თუ გვი­ან კა­რი­ე­რას და­ას­რუ­ლებს. ძა­ლი­ან მინ­და, ეს რაც შე­იძ­ლე­ბა გვი­ან მოხ­დეს. ტრა­დი­ცია მომ­დევ­ნო თა­ო­ბამ უნ­და გა­აგ­რ­ძე­ლოს. შე­საძ­ლოა, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი ვერ გახ­დეს, მაგ­რამ ისე­ვე, რო­გორც დღე­ვან­დე­ლი გუნ­დი, ყვე­ლა მე­ტო­ქის­თ­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი ძა­ლა იყოს.

პირ­ველ რიგ­ში, უნ­და შე­ვის­წავ­ლოთ - ასეთ ქვე­ყა­ნა­ში, იმ პი­რო­ბებ­ში, რო­ცა კლუ­ბებს ევ­რო­სარ­ბი­ელ­ზე გას­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არა აქვთ, არც სა­კა­ლათ­ბურ­თო ლი­გაა ძლი­ე­რი, რო­გორ მო­ვა­ხერ­ხეთ ესო­დენ სო­ლი­დუ­რი ნაკ­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა? ნაკ­რე­ბი­სა, რო­მელ­მაც ევ­რო­ბას­კე­ტის მას­პინ­ძელ ხორ­ვა­ტი­ას მის­სა­ვე მო­ე­დან­ზე შან­სი არ და­უ­ტო­ვა. არა­და, ხორ­ვა­ტებს ჩვენ­ზე გა­ცი­ლე­ბით მე­ტი სა­კა­ლათ­ბურ­თო დარ­ბა­ზი აქვთ, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის გა­მო­საზ­რ­დე­ლად. ხორ­ვა­ტუ­ლი კლუ­ბე­ბი ევ­რო­ლი­გა­ზეც თა­მა­შო­ბენ და ად­რი­ა­ტი­კის ლი­გა­ზეც.

მა­კე­დო­ნი­ას ხომ, რო­გორც იტყ­ვი­ან, გა­და­ვუ­ა­რეთ. შე­სა­ნიშ­ნა­ვი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მქო­ნე სლო­ვე­ნი­ის და­მარ­ცხე­ბაც რე­ა­ლუ­რი იყო, მაგ­რამ ის დღე სლო­ვე­ნი­ი­სა იყო - სრო­ლა სა­ოც­რად წა­უ­ვი­და...

მოკ­ლედ, სა­თა­ნა­დო შეს­წავ­ლი­სა და სწო­რი დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნის შემ­დეგ სუ­ლაც არ იქ­ნე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტრა­დი­ცი­ის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, ქარ­თ­ვე­ლებს ხომ სა­კა­ლათ­ბურ­თო ის­ტო­რია გვაქვს ისე­თი, ჩვენს გა­რე­შე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი არ ტარ­დე­ბო­და".

რეს­პონ­დენტს კა­ლათ­ბურ­თ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზეც გა­ვე­სა­უბ­რე, ოღონდ, ცხა­დია, სპორ­ტ­ს­მე­ნის რან­გ­ში არა. მითხ­რა, ვფიქ­რო­ბო. სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბებ­თან ერ­თად სპორ­ტუ­ლი მე­ნეჯ­მენ­ტის ფა­კულ­ტე­ტიც აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და სწო­რედ ამ კუთხით აპი­რებს სპორ­ტ­ში დაბ­რუ­ნე­ბას.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვოვა თამაშები მე არ მახსოვს,მაგრამ ვიდეობით მაქვს ნანახი მისი თამაშები.ტრამვებმა დატანჯა ეს კალათბურთელი თორემ ბევრად უფრო კარგი კარიერა ექნებოდა.კარგია საქართველოში თუ დასაქმდება კალათბურთის კუთხით.
irakli arqania
23:27 24-10-2015
0
შესანიშნავი ანალიზია, ნაკრების მწვრთნელად, ხომ მოგვესინჯა?
საბონის
23:11 17-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული