მას მერე ბევრი გულშემატკივარი მოუთმენლად ელის წილისყრას და მეტოქეთა ვინაობის გარკვევას. მოლოდინმა თითქმის ხუთ თვეს გასტანა და, ბოლოსდაბოლოს, წილისყრის დროც მოვიდა - კვირას, 30 იანვარს, ვილნიუსის დრამის თეატრში, თბილისის დროით 21:30 საათზე.
ამ მოვლენას, ცხადია, ყველა მონაწილე ქვეყნის დელეგაცია დაესწრება. მათ შორის საქართველოსი. იმის გარკვევის მიზნით, ვინ მიემგზავრება წილისყრაზე, გუშინ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს დავუკავშირდი. ახლა თბილისის აეროპორტში ვარო,
ჩვენი ფედერაციის წევრები, გარდა იმისა, რომ წილისყრაზე საქართველოს წარმოადგენენ, სხვა ქვეყნების ფედერაციებთან კონსულტაციების შემდეგ ნაკრების საზაფხულო მზადების კონტურებსაც მოხაზავენ. უფრო კონკრეტულად: სპარინგ-მატჩებსა და საკონტროლო ტურნირებზე დაილაპარაკებენ.
აქვე ექვს კალათაში წილისყრისთვის განთესილ გუნდებს ჩამოგითვლით.
I კალათა: ესპანეთი, სერბეთი, საბერძნეთი, სლოვენია.
II კალათა: საფრანგეთი, ხორვატია, რუსეთი, თურქეთი.
III კალათა: გერმანია, ლიტვა ჩერნოგორია, ბელგია.
IV კალათა: დიდი ბრიტანეთი, მაკედონია, ისრაელი, საქართველო.
V კალათა: იტალია, ბულგარეთი, პოლონეთი, ბოსნია.
VI კალათა: უკრაინა, ლატვია...
მეექვსე კალათში დარჩენილ ორ ადგილს საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილე გუნდები (ფინეთი, უნგრეთი, პორტუგალია) შეავსებენ. მათ შორის საუკეთესო დუეტი 3-24 აგვისტოს მიმოსვლითი სისტემით გასამართ ტურნირზე გამოვლინდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"