***
დავიწყოთ სლოვენიით, რომლის ფორვარდი მატიას სმოდიში რუსულ ცსკა-ში თამაშობს:
- თუ მხოლოდ ფურცელზე დაწერილით ვიმსჯელებთ, იოლ ჯგუფში მოვხვდით. ფავორიტები ჩვენ და რუსები ვართ, დანარჩენი ოთხეული მესამე ადგილისთვის იბრძოლებს. სწორედ ამ მიზნისთვის ისინი ჩვენთან (ფავორიტებთანაც) ყველა ღონეს იხმარენ გასამარჯვებლად. ნამდვილად არ ვისურვებდი A ჯგუფში მოხვედრას.
***
რუსულმა გამოცემა "სოვეტსკი სპორტმა" წილისყრის შედეგებს ასეთი
რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხი ჯერაც გასარკვევია - ზოგიერთი წყაროს მტკიცებით გუნდის თავკაცად დევიდ ბლატის დარჩენა იგეგმება.
თუ დაგვიჯერებენ, სხვა სპეციალისტს ვურჩევთ... ეყოფათ ბლატმა რაც მოაგებინათ (2007 წელს ევრობასკეტი), ახლა ადგილობრივი კადრების ჯერია.
***
კმაყოფილები არიან ბელგიელებიც. ისინი თვლიან, რომ რუსეთისა და სლოვენიის გარდა ყველა მეტოქეს დაამარცხებენ. ბელგიელებს თავი საქართველოზე ძლიერად მიაჩნიათ და 2010 წელს ქართველებთან ორ გამარჯვებასაც თვალსაჩინოებისთვის იყენებენ. აი, რას ამბობს ბელგიის ნაკრების მენეჯერი ჟაკ ლედური:
- ფინეთისა და საფრანგეთის ფედერაციებმა წილისყრის შემდეგ მოგვილოცეს. შედეგებით გახარებულები ვართ. ჯგუფიდან გასვლა ნამდვილად შეიძლება.
***
მეოთხე კალათაში საქართველოს ნაკრები იყო. ამიტომ ახლა ვლადიმერ ბოისას კომენტარს გავეცნოთ:
- კმაყოფილების საფუძველი გვაქვს, მით უმეტეს, თუ სხვა ჯგუფებში გუნდების განაწილებას გადავხედავთ. ჩემი აზრით, ჯგუფიდან გასვლის მთავარი ფავორიტები სლოვენია და რუსეთი არიან. ჩვენ, ბულგარეთი, ბელგია და უკრაინა მესამე გამსვლელი ადგილისთვის ვიბრძოლებთ. ქართველები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვართ.
ჩვენთვის ბევრი რამ ახალი იქნება, მაგრამ გვყავს გამოცდილი კალათბურთელები, რომლებიც ევროლიგასა და NBA-ში თამაშობენ.
შარშან ნაკრებში ვერ ვითამაშე, რადგან ტრავმა მქონდა. ვისურვებ, რომ ჯანმრთლობამ ხელი შემიწყოს და ლიტვაში ნაკრებს ბოლომდე დავეხმარო. ასევე ძალიან მინდა, ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე (რომელიც სლოვენიაში გაიმართება) თამაში. სლოვენიასთან ჩვენს დაპირისპირებას სპეციფიკური ხასიათი ექნება: არაერთ ქართველს უთამაშია სლოვენიაში და ამ ქვეყნის კალათბურთს კარგად იცნობს: სტეფანია, მარკოიშვილი, ცქიტიშვილი, შერმადინი, მე... არც ისე ცუდი გუნდი გვყავს, ზოგს რომ ჰგონია. ინდივიდუალურად ქართველები კარგები ვართ და ამიტომაც გვაქვს წარმატების იმედი. საქართველო სლოვენიისთვის ისევე მაღალი ბარიერი იქნება, როგორც თავად სლოვენია ჩვენთვის.
***
ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როსენ ბარჩოვსკიმ აღნიშნა:
- კარგია A ჯგუფში რომ არ მოვხვდით. დანარჩენი სამი ჯგუფი თანაბარი ძალისაა. მეტოქეებს კარგად ვიცნობთ და, ვფიქრობ, სამეულში მოხვედრა შეგვიძლია.
***
უკრაინის ნაკრების თავკაცმა ვიტალი ჩერნიმ მეტოქეებზე არაფერი თქვა:
- მოწინააღმდეგეებზე ლაპარაკი ნაადრევია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ ჩამოვა ნაკრებში, როგორ გავივლით შეკრებას. უკრაინისგან სიურპრიზებს უნდა ელოდნენ.
.