ქართული კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტზე იგორ კოკოშკოვის კანდიდატურაც განიხილება

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.

ამის შესახებ Sportall.ge-სთან საუბარში ფედერაციის პრესსამსახურმა განაცხადა.

პრესსამსახურის თქმით, იგორ კოკოშკოვთან ერთად კიდვე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. 

შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან კონტრაქტის ვადა ევრობასკეტის დასრულების შემდეგ დაუმთავრდა.

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტ 2015-ის 1/8-ფინალურ ეტაპზე ლიტვასთან ანგარიშით 81:85 დამარცდა და მე-15 ადგილი დაიკავა.