გუშინ, გაზეთ "სოვეტსკი სპორტში" გამოქვეყნდა ინტერვიუ საკალათბურთო ექსპერტ ვლადიმირ გომელსკისთან, რომელშიც იგი ყველა მეტოქეს ახასიათებს.
გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს.
- სლოვენია, რუსეთი, ბელგია, საქართველო, ბულგარეთი, უკრაინა...
- შემადგენლობას თუ გავითვალისწინებთ, რუსეთის ნაკრებმა პირველი ადგილისთვის უნდა იბრძოლოს. ბენილუქსელებმა ჯერაც არ იციან ბელგიის პასპორტის მქონე რამდენ ამერიკელს წაიყვანენ ლიტვაში, მაგრამ ეს გუნდი ასეც და ისეც უნდა დავამარცხოთ.
უკრაინის ნაკრები ყველა რგოლში საუკეთესო კალათბურთელებით იქნება დაკომპლექტებული, მაგრამ ამ ქვეყნის საუკეთესო
საინტერესო გუნდი ჰყავთ ქართველებს. მათ არსენალში ორი კარგი ცენტრია, მაგრამ საერთო ჯამში არათანაბრადაა დაკომპლექტებული. ამასთან, საკითხავია, ლიტვაში ორივე ვარსკვლავი გამოცხადდება? "ოლიმპიას" ცენტრი გიორგი შერმადინი აუცილებლად ითამაშებს, ხოლო არა ვარ დარწმუნებული, რომ "ატლანტას" მეფარე ზაზა ფაჩულია ლიტვაში ჩავა.
დაბოლოს ბულგარეთი. ფიზმომზადებით, ეს გუნდი ჯგუფში საუკეთესოა, მაგრამ ვარსკვლავები არ ჰყავს. ვერ დაგისახელებთ ცნობილი ბულგარელი კალათბურთელის გვარს. სლოვენიის ნაკრებთან კი პირველი ადგილისთვის ბრძოლა მოგვიწევს. იქაურმა კალათბურთის ფედერაციამ იურე ჟდოვცი მთავარ მწვრთნელად დარჩენაზე ვერ დაითანხმა და ახალი სპეციალისტის ძიება მოუწევს. გუნდი დაკომპლექტდება ძმები ლორბეკებით, სმოდიშით, დრაგიჩით... ძალიან კარგი შემადგენლობაა, მაგრამ სათადარიგოებიდან ყველა 30 წელსაა გადაცილებული. ასე რომ სლოვენიის ძლევაც შეგვიძლია.
- ლიტვაში ოლიმპიადის საგზურებიც გათამაშდება.
- საგზურს ორი ფინალისტი მიიღებს, ხოლო მომდევნო სამი გუნდი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირს ითამაშებს. ევრობასკეტის ფინალში მოხვედრა შეგვიძლია, რისთვისაც საჭიროა ვარსკვლავებმა მოიყარონ თავი, როგორც ცაზე ასევე ნაკრებში. თუ ხრიაპა და კაუნი ჯანმრთელები იქნებიან, თუ კირილენკო ჩამოვა, თუ ჰოლდენი დავითანხმეთ...
- ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს 24 გუნდი. ღირდა რაოდენობის გაზრდა და იოლი მატჩების მატება?
- ასეთი განწყობით გავფრინდი თურქეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე. მეგონა 24 მონაწილიდან 7 ძალიან სუსტი იყო, მაგრამ ასეთი მხოლოდ 2 აღმოჩნდა. ევროპის ჩემპიონატზე სუსტი მეტოქე არ არსებობს. საკვალიფიკაციოს მონაწილეებმა, ფინეთმა, პორტუგალიამ და უნგრეთმაც იციან კალათბურთის თამაში. ასე რომ, თურქეთის მსოფლიოს ჩემპიონატის დონის, შეიძლება უფრო საინტერესო ევრობასკეტი გველის.
.