რონ ფრანტიშეკი: ქართველებს წარდგენა არ სჭირდებათ

AutoSharing Option
კვირას, დილით საქართველოს ნაკრები სომბათჰეიდან პეზინოკში ავტობუსით გაემგზავრა. პირველი უნგრეთის ქალაქია, მეორე - სლოვაკეთის. ორნახევარ საათში ქართველები პეზინოკში ჩავიდნენ, სასტუმროში დაბინავდნენ და გუშინვე მატჩისწინა მოთელვა ჩაატარეს. იგორ კოკოშკოვის შეგირდები დღეს სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება. სამწუხაროდ, მას არც ერთი სლოვაკური ტელეარხი არ გადასცემს. თუმცა ეს გასაკვირი სულაც არ არის - 2008 წელს ქართველებთან ოფიციალური მატჩის რეპორტაჟის ჩვენებაც არავის მოსვლია აზრად...

უნგრეთისგან განსხვავებით, ქართველ გუშემატკივარს სლოვაკეთთან კარგი მოგონებები აკავშირებს: 2008-09 წლებში B დივიზიონში ჩვენს ჯგუფში სლოვაკეთი მოხვ
და და ორივე მატჩი მოვუგეთ. ჯერ სლოვაკეთში ვაჯობეთ 101:78, შემდეგ თბილისში - 91:50. სხვათა შორის, სწორედ სლოვაკეთის მეორედ ძლევის შემდეგ გაირკვა, რომ ჯგუფში შვედეთთან თანაბარი ქულების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებდით...

სლავების ნაკრები B დივიზიონშია, ჯგუფში ჩეხეთთან, შვეიცარიასთან და კვიპროსთან ერთადაა. ქვედა ლიგის მატჩები 14 აგვისტოს დაიწყება, ამიტომ სლოვაკები ქართველებზე გვიან შეიკრიბნენ. მათთვის ჩვენთან დაპირისპირება წლის პირველი მატჩი იქნება.
ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე სლოვაკურ გაზეთებს მოუთხრო გუნდის მწვრთნელმა რონ ფრანტიშეკმა, რომელმაც წარუმატებელი სეზონის შემდეგ მან მთავარი მწვრთნელის პოსტზე მილან ჩერნიცკი შეცვალა:

- ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს. სერიოზულად ვემზადებით და მაღალ მიზნებსაც ვისახავთ. პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ვხვდებით, რომელსაც ჩვენი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა არ სჭირდება - ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და მასთან პაექრობა ჩვენთვის მეტად სასარგებლო იქნება. სწორედ პირველ შეხვედრაში შევამოწმებთ მოთამაშეთა კონდიციებს, მატჩებისადმი მათ მიდგომას. ჩვენი მინუსები ძლიერ მეტოქესთან უკეთ გამოჩნდება.

სადღეისოდ სლოვაკეთის ნაკრებში 13 კალათბურთელი ვარჯიშობს. სლავებს მოგვიანებით შეუერთდებიან ძმები რანჩიკები. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გასულ კვირას უკვე გაგაცანით. დღეს სლოვაკების 13-კაციან განაცხადს შემოგთავაზებთ:

უკანახაზელები: ანდრეი ჩერვენკა (დეჩინი, ჩეხეთი), ანტონ გაველი (ბროსე, გერმანია), რომან მარკო (კოლინი, ჩეხეთი), რობერტ ნუბერი (ჰანდლოვა), მაროშ ჟუფა (NჩAA, აშშ).

ფორვარდები: მარეკ კოზლიკი (პეზინოკი), პაველ ლოშონსკი (NჩAA, აშშ), დანიელ ნოვაკი (ნიტრა), ჯასტინ სედლაკი (NჩAA, აშშ).
წინახაზელები: მარტინ მიკლოშიკი (რინკონი, ესპანეთი), პეტერ სედმაკი (ბრნო, ჩეხეთი), გაბრიელ სზალაი (პრევიძი), პეტერ ტერლანდა (ლევიცე).



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული