ესპანური "ბილბაოს" ფორვარდი აქსელ ერველე ევრობასკეტის წილისყრის შემდეგ ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედი აქვს, რომ საქართველოს და ბულგარეთის ნაკრებებს ერთხელაც მოუგებს. მისი მოსაზრებები "ფიბა-ევროპის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
- ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბევრი ვიშრომეთ. მოხარული ვარ, რომ მიზანს მივაღწიეთ. ასეთი დონის შეჯიბრებაზე
აქსელი მიზნის მისაღწევად ყველას ბელგიის ნაკრებში ეპატიჟება:
- ევრობასკეტზე საუკეთესო 10 გუნდში უნდა მოვხვდეთ. ამისთვის აუცილებელია სექტემბერს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ და ყველამ ითამაშოს. მაგალითად, ცენტრმა ტომას ვან დენ შპიგელმა ("მილანი"), დიდიე მბენგამ ("ნიუ ორლეანი, NBA)...
მკითხველს შევახსენებთ, რომ შარშან მბენგა ბელგიელებს არ დაეხმარა. არადა, შეიძლება, უკეთესიც ყოფილიყო NBA-ს ცენტრის თბილისში ჩამოსვლა, რადგან მბენგა ძირითადად დაცვაზე ორიენტირებული კალათბურთელია. მის არყოფნაში კი ნაკრებში მეორე ნატურალიზებულმა უკანახაზელმა მარკუს ფეისონმა ითამაშა, რომელიც მაღალი კლასის კალათბურთელია და ქართველებსაც დიდი თავსატეხი გაუჩინა.
ერველე სამართლიანად მიიჩნევს, რომ ბელგიის ნაკრების წარმატება უმთავრესად მთავარი მწვრთნელის, ედი კასტელსის დამსახურებაა.
- ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ კასტელსმა არაერთი ცვლილება განახორციელა. გუნდი გააახალგაზრდავა. თუმცა დატოვა რამდენიმე ვეტერანი (ვან დენ შპიგელი, ბეგინი, მოორსი), რომლებიც გუნდს დიდ სამსახურს უწევენ. ბელგიის ნაკრები გამოცდილებისა და ახალგაზრდების კარგი ნაზავია. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა.
.