ქართული კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

ქართველი კალათბურთელების მხარდაჭერა ფეხბურთელებს და მზადება დიდი მატჩისთვის

AutoSharing Option
დღეს, 6 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრები თბილისის სპორტის სასახლეში ღია ვარჯიშს გამართავენ, რომლის დასკვნითი ნაწილი მასმედიისთვის ღია იქნება.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გუნდი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ F ჯგუფში მესამე შეხვედრას 7 სექტემბერს, თბილისში, უმთავრესი კონკურენტის - მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მეტად მნიშვნელოვანი მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 სთ-ზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 5 სექტემბერს, ქართველი კალათბურთელები "დინამო არენას" ესტუმრნენ და საქართველო-ავსტრიის საფეხბურთო მატჩს დაესწრნენ.

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

მონტენეგროსთან თამაშზე
დასასწრები ბილეთების შეძენა გულშემატკივარს როგორც ონლაინ, ისე სპორტის სასახლის სალაროებში შეუძლია.

"გულშემატკივრებს გთხოვთ, მობრძანდეთ თამაშამდე 1 საათით ადრე, რათა საქართველოს ნაკრებს სავსე დარბაზში დავხვდეთ! მონტენეგრო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაკრებია ევროპაში, რომელიც დაკომპლექტებულია NBA-ს მოთამაშეებით. ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს! 7 სექტემბერს, 19:00 საათზე!", - მოუწოდებს გულშემატკივარს მხარდაჭერისკენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.

ევრობასკეტი 2017. შესარჩევი ციკლი. II ტური
A ჯგუფი
კვიპროსი-ისლანდია 64:75
შვეიცარია-ბელგია 72:87

ა გუნდი თ მ წ ქ
1. ბელგია 2 2 0 4
2. ისლანდია 2 2 0 4
3. კვიპროსი 2 0 2 2
4. შვეიცარია 2 0 2 2

B ჯგუფი
დანია-ჰოლანდია 72:90
ავსტრია-გერმანია 59:61

ა გუნდი თ მ წ ქ
1. გერმანია 2 2 0 4
2. ჰოლანდია 2 1 1 3
3. ავსტრია 2 1 1 3
4. დანია 2 0 2 2

C ჯგუფი
ბოსნია-შვედეთი 74:71

ა გუნდი თ მ წ ქ
1. ბოსნია 2 1 1 3
2. რუსეთი 1 1 0 2
3. შვედეთი 1 0 1 1

D ჯგუფი
ბელარუსი-პოლონეთი 79:97
პორტუგალია-ესტონეთი 68:76

ა გუნდი თ მ წ ქ
1. პოლონეთი 2 2 0 4
2. ესტონეთი 2 2 0 4
3. პორტუგალია 2 0 2 2
4. ბელარუსი 2 0 2 2

E ჯგუფი
ბულგარეთი-სლოვენია 78:83
კოსოვო-უკრაინა 63:70

ა გუნდი თ მ წ ქ
1. სლოვენია 2 2 0 4
2. უკრაინა 2 2 0 4
3. ბულგარეთი 2 0 2 2
4. კოსოვო 2 0 2 2

F ჯგუფი
სლოვაკეთი-საქართველო 63:94
ალბანეთი-ჩერნოგორია 73:113

ა გუნდი თ მ წ ქ
1. ჩერნოგორია 2 2 0 4
2. საქართველო 2 2 0 4
3. სლოვაკეთი 2 0 2 2
4. ალბანეთი 2 0 2 2

G ჯგუფი
დიდი ბრიტანეთი-მაკედონია 96:79
უნგრეთი-ლუქსემბურგი 89:64

ა გუნდი თ მ წ ქ
1. უნგრეთი 2 2 0 4
2. დიდი ბრიტანეთი 2 1 1 3
3. მაკედონია 2 1 1 3
4. ლუქსემბურგი 2 0 2 2.
ასევე დაგაინტერესებთ