დევიდ ბლატი: კირილენკო, კაუნი, მოზგოვი და... მეტოქეებმა ვინც უნდათ გამოიყვანონ

AutoSharing Option
როცა ევრობასკეტი-2011-ის წილისყრა გაიმართა, საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეს, რუსეთის ნაკრებს მთავარი მწვრთნელი არ ჰყავდა. მართალია, ჩრდილოელთა გუნდის საჭე ახლაც ცარიელია, მაგრამ გადაწყვეტილ საქმედ უნდა ჩაითვალოს დევიდ ბლატისა და რუსეთის კალათბურთის ფედერაციის თანამშრომლობის საკითხი.

- "ოლიმპიასთან" საევროლიგო მატჩებმა რუსეთში გამოფრენაში ხელი შემიშალა. ხუთშაბათს, "მაქაბი"-"ბარსელონას" შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსკოვში ჩამოვალ და კონტრაქტს გავაფორმებთ. ხელშეკრულების ყველა დეტალი შეთანხმებულია, - განუცხადა ბლატმა "სპორტ-ექსპრესს".

"ლელოს" მკითხველს კარგად მოეხსენება ევროლიგაზე "მაქაბისა" და შერმადინი-ბოისას დაპირისპირების შედეგები: დევიდ ბლატის გუნდმა სლოვენიელებს ორივე მატჩი ოილად მოუგო.

ამ სპეციალისტმა წილისყრის
შედეგები მოკლედ შეაფასა: 2007 წლიდან დღემდე ყველაზე იღბლიანი სწორედ ევრო-2011-ის წილისყრა იყოო. რუსეთის ნაკრების შანსებზე კი ზოგადად ილაპარაკა:

- ჯერ არ ვიცით, ევრობასკეტზე ჩვენი მეტოქეები როგორი შემადგენლობით ჩამოვლენ. მათ სისუსტეებზე მსჯელობას, სჯობს ჩვენს გუნდზე ვთქვათ: თუ ნაკრებში დაბრუნდებიან ანდრეი კირილენკო, ტრავმებს მოიშუშებს საშა კაუნი, დაგვეხმარება ტიმოფეი მოზგოვი და სხვა ბიჭებიც მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან, ლიტვაში ძლიერ რუსეთს ვნახავთ, რომელიც დამოკიდებული არ იქნება მეტოქეთა შემადგენლობებზე.

რუსი ჟურნალისტები დაინტერესდნენ კირილენკოს ბედით, რომელმაც გამოტოვა ევროპის 2009 წლის და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატები.

- ანდრეისთვის ნაკრების კარი ყოველთვის ღიაა. მისი დონის კალათბურთელს NBA-ს არაერთი მწვრთნელი ნატრობს. იმედი მაქვს, ამჯერად ნაკრებში თამაშთან დაკავშირებით კირილენკოს პასუხი დადებითი იქნება.

დევიდ ბლატს ჯერ არ გადაუწყვეტია, დაიმატებს თუ არა რომელიმე ნატურალიზებულ კალათბურთელს...

- მსოფლიო ჩემპიონატზე ნატურალიზებულის გარეშე ვითამაშეთ. ასეთი სიტუაცია შეიძლება ლიტვაშიც განმეორდეს, თუმცა ამ საკითხზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, გარეთ თებერვალია.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული