მთავარია, აგვისტოს შევხვდეთ ოპტიმალურ ფორმაში

AutoSharing Option

საქართველოს ნაკრები ავსტრიიდან 20 ივლისს, გამთენიისას დაბრუნდა, ერთი დღე დაისვენა და 21 ივლისიდან მზადებას სპორტის სასახლეში შეუდგა. 23-25 ივლისს ქართველები თბილისში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებენ. შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის უკრაინა, ბელარუსი და რუმინეთი ჩამოვლენ. 25 ივლისს ტურნირის ბოლო მატჩია, რის შემდეგაც იგორ კოკოშკოვის შეგირდები ვარჯიშს სპორტის სასახლეში განაგრძობენ, ხოლო 2 აგვისტოს პოლონეთის ნაკრებს დაუხვდებიან.

ეროვნულ გუნდს ავსტრიაშივე შეუერთდა თორნიკე შენგელია, რომელსაც ორ საკონტროლო შეხვედრაში არ უთამაშია, თუმცა თორმეტეულის წევრად მოიაზრება. კოჭის ტრავმას იშუშებს გიორგი ცინცაძე, ხოლო ვლადიმერ ბოისა... სლოვაკეთთან მატჩის შემდეგ სლავების მთავარი

მწვრთნელის, რონ ფრანტიშეკის ვიდეოინტერვიუ ვნახე. მისი ნაუბარი არ მესმოდა, თუმცა უფრო საინტერესო უკანა პლანის სურათი იყო - საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ჯეისონ სტაუდტი სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილ ტანმაღალ კალათბურთელს ელაპარაკებოდა. იგი ვლადიმერ ბოისას მივამსგავსე... თუმცა, საქართველოში დაბრუნებული ნაკრების წევრებისგან შევიტყვე, რომ ვოვა სლოვაკეთში არ ჩასულა. არადა, ის ახალგაზრდა ვლადიმერ ბოისას ძალიან ჰგავდა. როგორც შევიტყვეთ, იგი მუხლს ჯერაც მკურნალობს.

ქუინტონ ჰოსლიმა და ტორინ გრინმა თბილისში ჩამოსვლისთანავე საქართველოს პასპორტები რომ მიიღეს, ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება. ნაკრების შესახებ ვრცლად ხვალინდელ ნომრში მოგითხრობთ - დღეს ეროვნული გუნდი ღია ვარჯიშს გამართავს...
მანამდე სანაკრებო ამბებზე სალაპარაკოდ შარშანდელ სეზონში ეროვნული გუნდის ბომბარდირ ვიქტორ სანიკიძეს დავუკავშირდით.

- ტრავმის გამო მოსამზადებელი ციკლის რამდენიმე დღე გაგიცდა...
- მუხლსზემოთა კუნთი გაჭიმული მეგონა. ერთი-ორი დღე დავისვენე და ვარჯიში განვაგრძე, თუმცა ისევ ამტკივდა და სურათის გადაღება გადავწყვიტეთ. კუნთის მცირე ნაწილი გაწყვეტილი აღმოჩნდა, თუმცა ტრავმა სერიოზული არ იყო, კიდევ 2 დღე დავისვენე და ტკივილმაც გამიარა.

- ახლა მწყობრში ხარ?
- დასვენება უნგრეთთან მატჩამდე მომიწია. მას მერე სრული დატვირთვით ვვარჯიშობ, ფეხიც აღარ მაწუხებს. სასურველ ფორმაში არ ვარ, თუმცა ვიმედოვნებ, კონდიციების აღდგენას აგვისტომდე მოვასწრებ.

- უნგრეთის ნაკრებთან მოედანზე მაინც გახვედი...
- სხვათა შორის, ტრავმის შემდეგ სრული დატვირთვით პირველად სწორედ უნგრეთში ვირბინე. მწვრთნელმაც ცოტა მათამაშა.

- სლოვაკეთ-უნგრეთთან დაპირისპირებებზე რისი თქმა შეგიძლია?
- იმ შეხვედრების მიხედვით თამამი დასკვნების გამოტანა ძნელია. სლოვაკეთთან და უნგრეთთან დაპირისპირებებს გამოსაცდელი ხასიათი ჰქონდა - მწვრთნელებმა ყველა კალათბურთელს მისცეს თაის გამოჩენის საშუალება. სლოვაკეთთან მატჩისთვის გუნდში 16 კალათბურთელი ვიყავით, მწვრთნელმა მხოლოდ ორი კალათბურთელი დაასვენა, დანარჩენებმა ითამაშეს.

ინტერვიუ სრულად იხილეთ 22 ივლისის "ლელოში"...


 

მკითხველის კომენტარები / 1 /
ადამიანი რომელსაც ფეხბურთში არაფერი ესაქმება
რა მნიშვნელობა ააქვს
01:55 12-03-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული