საქართველოს ნაკრების თავკაცმა ილიას ზუროსმა "ბუდუჩნოსტი" ჩაიბარა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი დღეიდან მონტენეგროს კლუბ "ბუდუჩნოსტის" თავკაცია. მონტენეგროულმა კლუბმა დანიშვნის შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა თავის ვებგვერდზე.

50 წლის ბერძენი სპეცილიასტი ამ ორ თანამდებობას შეითავსებს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ნაკრების წინა თავკაცი ასევე ითავსებდა სხვა სამსახურს - იგორ კოკოშკოვი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ასისტენტად მუშაობდა.

ბერძენი პოდგორიცას "ბუდუჩნოსტში" ვლადო შჩეპანოვიჩს შეცვლის. ზუროსმა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
50 ბერძენი არა :-)
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული