ქართული კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს მეტოქეები ევრობასკეტი 2017-ის ჯგუფში ცნობილია

AutoSharing Option
22 ნოემბერს სტამბოლში ევრობასკეტი 2017-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა. ჩვენი ნაკრები ჯგუფურ ეტაპს ისრაელში ქალაქ თელ ავივში ჩაატარებს. საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან უკრაინა, ისრაელი, ლიტვა, იტალია და გერმანია.

წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:

A ჯგუფი: პოლონეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, ისლანდია, სლოვენია
B ჯგუფი: უკრაინა, ისრაელი, ლიტვა, საქართველო, იტალია, გერმანია
C ჯგუფი: ხორვატია, ჩეხეთი, ესპანეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, უნგრეთი
D ჯგუფი: დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, სერბეთი, ლატვია, თურქეთი, ბელგია

ევრობასკეტი 2017-ის ჯგუფური ეტაპი 31 აგვისტოს დაიწყება და
17 სექტემბერს
დასრულდება. ჯფუფური ეტაპის ოთხ ქვეყანაში ჩატარდება: ფინეთში, ისრაელში, რუმინეთსა და თურქეთში.

პლეი ოფში თითო ჯგუფის საუკეთესო 4 გუნდი გადის და მერვედფინალში აგრძელებს ასპარეზობას. ტურნირის ფინალური სტადიას კი უკვე თურქეთი უმასპინძლებს.
ასევე დაგაინტერესებთ