თავის მხრივ, რუსები არ დაცხრნენ და იმავე Sports.ru-ში "პასუხის პასუხი" გამოაქვეყნეს, რომელსაც დაარქვეს "სამი კვირის წინანდელი ამბები". კონსტანტინ კუჩერის პუბლიკაციის თარგმანს აქვე გთავაზობთ.
"იანვრის ბოლოს ევრობასკეტის წილისყრა შედგა. ჩემი აზრით ყველაზე ამოუცნობი მეტოქე საქართველოს ნაკრებია. მისი გაცნობის შესახებ თავი მოვუყარე ვრცელ მასალას და გადავწყვიტე ჩემი შთაბეჭდილებები სტატიის სახით
თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ამ სტატიამ რუსებზე მეტად ქართველები დააინტერესა. ერთ-ერთ ქართულ საიტზე ჩემი ნაშრომი მთლიანად იყო ნათარგმნი და რამდენიმე დღის განმავლობაში განსჯის მთავარ თემადაც ქცეულიყო. იმ საიტზე 100-ზე მეტი კომენტარიც იყო და, როგორც აღმოჩნდა საქართველოს ნაკრების კალათბურთელებსაც წაუკითხავთ. გიორგი ცინცაძემ ქართულ საიტზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჩემს რამდენიმე მოსაზრებას არ ეთანხმება: არ მოეწონა, იმის წაკითხვა, რომ საქართველოს ნაკრებში სნაიპერთა ნაკლებობაა. არც იმას დაეთანხმა, სანიკიძეს ტექნიკაში გარკვეული წუნი რომ დავდე. ცინცაძე ასევე არ დაეთანხმა მისი თამაშის ჩემეულ რეცენზიას...
სამწუხაროდ, ქართული ენა არ ვიცი, ხოლო ინტერნეტში ნათარგმნის მიხედვით ვერ მივხვდი, რა ტონალობაში ილაპარაკა საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა. არ დაგიმალავთ, ჩემთვის არანაკლებ საინტერესო იქაური გულშემატკივრების შეხედულებებია. ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ათასგვარი კომენტარი წავიკითხე, ზოგი მეთანხმება, ზოგი - არა.
ასეა თუ ისე, ამ მოვლენებიდან ერთი დასკვნა გამოვიტანე: ქვეყანაში, სადაც შიდა ჩემპიონატი სუსტია, კალათბურთისადმი ინტერესი უმაღლეს დონეზეა. შეიძლება მან აბსოლუტურ ციფრებში გაუწიოს კონკურენცია შიდარუსულ ინტერესს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოსთან შორეული (1 სექტემბერსაა) მატჩის საშიშროებას. რუსეთისთვის ხომ ეს შეხვედრა ერთ-ერთი რიგითი იქნება, ქართველებისთვის კი - ჩემპიონატის მთავარი მოვლენა.
ძნელი იქნება..." - ოხრავს რუსი ავტორი.
.