ევროპა ტორინ გრინმაც დაასრულა

AutoSharing Option
ევროთასის გათამაშებას გამოეთიშა ტორინ გრინის "გრან კანარია" - ევროთასის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ესპანელებმა ვერაფერი მოუხერხეს ხორვატიის "ცედევიტას" (შინაც დამარცხდნენ და სტუმრადაც) და მეოთხედფინალის საგზურიც მას დაუთმეს.

"გრან კანარიასთვის" ბოლო ტურს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, წინასწარ ცნობილი იყო, რომ ჯგუფიდან რუსული "უნიქსი" და ხორვატული "ცედევიტა" გავიდოდნენ. გრინის გუნდმა სერბეთში "ჰემოფარმის" წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 74:75.

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და ნაყოფიერად იშრომა: 24 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა. გრინმა
ორქულიანები და საჯარიმოები კარგად ისროლა, სამქულიანების რეალიზებაში კი დაბალი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა: 4-დან 2 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო, 6-დან 1 სამიანი. საყურადღებოა, რომ ტორინს ბოლო წამებზე მატჩის გადარჩენის შანსი მიეცა, მაგრამ შორეული ტყორცნა მიზანს ააცილა.

I ჯგუფი
თ მ წ ქ
1. უნიქსი 6 4 2 10
2. ცედევიტა 6 4 2 10
3. გრან კანარია 6 2 4 8
4. ჰემოფარმი 6 2 4 8


ტაირონ ელისის "ესტუდიანტესმა" მადრიდში "გალათასარაი" 71:69 დაამარცხა. თუმცა, ბოლო ტურამდეც გარკვეული იყო, რომ ჯგუფიდან "ესტუდიანტესი" და იტალიური "კასერტა" გავიდოდნენ.

ელისმა თურქებთან მატჩში მოედანზე 18 წუთი გაატარა და სამქულიანებში ვერც მან იყოჩაღა: 5-დან 1 ჩააგდო. ელისს მეტოქის კალათის მიმართულებით არც ორიანი უსვრია, არც საჯარიმო, მატჩი 3 ქულითა და 1 პასით დაასრულა.

J ჯგუფი
თ მ წ ქ
1. ესტუდიანტესი 6 5 1 12
2. კასერტა 6 5 1 12
3. გალათასარაი 6 2 4
4. ნიმბურკი 6 0 6 6


მეოთხედფინალში გავიდა "კახასოლი", რომელშიც ბექა ბურჯანაძე თამაშობს. ქართველი ახალგაზრდა ევროთასზე არაერთი მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა.

ბოლო ტურში "კახასოლმა" იტალიაში "ბენეტონთან" 68:84 წააგო. მწვრთნელს ბექა იტალიაში არ წაუყვანია.

L ჯგუფი
თ მ წ ქ
1. ბენეტონი 6 5 1 12
2. კახასოლი 6 5 1 12
3. ალბა 6 1 5 7
4. პანელინიოსი 6 1 5 7


მეოთხედფინალში ელისის "ესტუდიანტესი" "გრან კანარიას" მძლეველ "ცედევიტას" დაუპირისპირდება, "უნიქსი" "კასერტას" წინააღმდეგ ითამაშებს, "კახასოლის" მოწინააღმდეგე "ბუდიველნიკი" იქნება, ხოლო "ბენეტონისა" - "გოტინგენი".





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული