თორნიკე შენგელიას 13 ქულა "ბასკონიას" სტამბოლში მოსაგებად არ ეყო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას გუნდი "ბასკონია" ევროლიგის მე-17 ტურში სტამბოლს ესტუმრა და მანუჩარ მარკოიშვილის ყოფილ კლუბ "დარუშაფაკას" დაუპირისპირდა. 12 იანვარს გამართულ მატჩში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 98:89.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და ბასკებს დიდი სარგებელიც მოუტანა, თუმცა მისი 13 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი (26 წუთში) გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. შენგელიამ 8-დან 4 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

"დარუშაფაკას" მოგება დიდწილად ლატვიელი დაირის ბერტანსის დამსახურებაა, რომელმაც 26
წუთში 29 ქულა ჩააგდო.

შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩს კვლავ სტუმრად ჩაატარებს. 20 იანვარს ვიტორიელები პირეოსში "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ მატჩის ბოლო პერიოდს ვუყურე,სანამ თორნიკე მოედანზე იყო,გუნდს ლიდერობდა და კარგიც იყო,მაგრამ უკანა ხაზი ვერ ჰქაჩავს,შარშანაც ასე იყო,ეტყობა იღლებიან და ხშირად სულელურად ჰკარგავენ ბურთს,სამ ქულიანი მთელ პერიოდში ერთიც ვერ ჩააგდეს და სროლები საერთოდაც ბევრი გააფუჭეს,მარტო სამწამიანიდან კი ამოქაჩვა შეუძლებელი გახდა,რადგან თურქებმაც დაცვაში მთავარი ყურადღება სამწამიან ზონაზე გადაიტანეს და ჩაგდება იქიდანაც ძალიან გაჭირდა.
სოსო
15:09 13-01-2017
0

სიახლეები პოპულარული