შურისძიება! - ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" ჩემპიონი "კლივლენდი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი თბილისის დროით 17 იანვარს, გამთენიისას, მოქმედ ჩემპიონ "კლივლენდ კავალიერსთან" საკუთარ დარბაზში ჩაატარა და დამაჯერებლად, ანგარიშით 126:91 გაიმარჯვა.

მასპინძლებმა შეხვედრა უკეთესად დაიწყეს და მეტოქეს შანსი არ მისცეს. მაქსიმალურმა სხვაობამ ანგარიშში 39 ქულა შეადგინა.

ეს წაგება "კავალიერსისთვის", რომელმაც დეკემბრის ბოლოს "გოლდენ სტეიტს" ერთქულიანი სხვაობით (109:108) მოუგო, მიმდინარე სეზონში მე-11-ეა.

- რევანში არ შედგა - ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "კლივლენდთან" დამარცხდა [VIDEO]

თუმცა, ამის მიუხედავად, ჩემპიონები კვლავაც ლიდერობენ აღმოსავლეთ კონფერენციის
სატურნირო ცხრილს. რაც შეეხება ზაზას გუნდს, დასავლეთში და მთელ NBA-ში პირველობას არავის უთმობს.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20:35 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 4 ქულა, 13 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ფაჩულიამ 7-იდან 2 ორქულიანი ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ თანაგუნდელ დრეიმონდ გრინთან ერთად ზაზამ შეხვედრაში ყველაზე მეტი მოხსნა მოაგროვა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე "გოლდენ სტეიტის" მცველი კლეი ტომპსონი იყო 26 ქულით. 20 ქულა და 11 პასი მიითვალა სტეფ კარიმ, დრეიმონდ გრინმა კი ტრიპლ-დაბლი გაიფორმა: 11 ქულა, 11 პასი და 13 მოხსნა. "კლივლენდში" გამოსარჩევი ლებრონ ჯეიმსი იყო 20 ქულითა და 8 მოხსნით, ხოლო სტუმართა გამთამაშებელმა კაირი ირვინგმა 17 ქულა მოიპოვა.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-კლივლენდი 126:91
Sportall.Ge

მომდევნო მატჩი "გოლდენ სტეიტს", რომელსაც 41 მატჩში 35 მოგება და 6 მარცხი აქვს, ჩვენი დროით 19 იანვარს, დილით, შინ "ოკლაჰომასთან" ელის.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ცუდია რომ 7-დან ორი ორქულიანი ჩააგდო!
გოგი ქუთაისელი
14:23 18-01-2017
0
რეებს წერთ პატივცემულებო..ჯერ შური იძიესო..მერე რევანში ვერ შედგაო.. გირჩევთ გამოასწოროთ ეგ ლაფსუსუი :)
დათ
11:40 17-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული