09:48 21-01-2017
ზაზა ფაჩულიას ჰიუსტონში ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველმა ცენტრმა, რომელმაც ტრადიციულად, სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში, სტუმართა გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა, ორმაგი დუბლის შესრულებამდე კი მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა. ზაზამ მოედანზე გატარებულ 20:26 წუთში 10 ქულა, 9 მოხსნა და 2-2 პასი და ჩაჭრა მიითვალა. მან 5-იდან 3 ორქულიანი და 6-იდან 4 საჯარიმო ჩააგდო.
გამარჯვებულებს კევინ დურანტმა ულიდერა, რომლის ანგარიშზე 32 ქულა და 7 პასია. 24 ქულა და 7 პასია სტეფ კარის აქტივში.
"გოლდენ სტეიტს" 37 მოგება და 6 მარცხი აქვს, რითაც ლიგის ერთპიროვნული ლიდერია. მომდევნო შეხვედრას კი 22 იანვარს, ორლანდოში "მეჯიქთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ზურა-ს ზუსტად "მაგიტომ" როგორ სხვას რომ აძლევს მოხსნის უფლებას?! სხვას რომ უთმობს?! მე ბლოკებზე არ მაქ საუბარი უბრალოდ არ ამ ყველაფრის მერე პირველივე თამაშში ორმაგი დუბლი მშვენიერი იქნებოდა თვალში მოხვდებოდა ჩვენებსაც და პირველ რიგში იქაურ ფანებს!
0
0
ზუსტად მაგიტომ შეინარჩუნა ძირითადი ადგილი ვარსკვლავებს შორის, ყველა ცდილობს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე დააგროვოს ქულები, ზაზა გუნდური თამაშის წყალობით აბალანსებს სიტუაციას.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული