ზაზა ფაჩულიას ჰიუსტონში ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის დროით 21 იანვარს გამთენიისას, NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა და ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა", რომელმაც სტუმრად დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტი "ჰიუსტონ როკეტსი" ანგარიშით 125:108 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა, რომელმაც ტრადიციულად, სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში, სტუმართა გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა, ორმაგი დუბლის შესრულებამდე კი მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა. ზაზამ მოედანზე გატარებულ 20:26 წუთში 10 ქულა, 9 მოხსნა და 2-2 პასი და ჩაჭრა მიითვალა. მან 5-იდან 3 ორქულიანი და 6-იდან 4 საჯარიმო ჩააგდო.

გამარჯვებულებს კევინ დურანტმა
ულიდერა, რომლის ანგარიშზე 32 ქულა და 7 პასია. 24 ქულა და 7 პასია სტეფ კარის აქტივში.

"გოლდენ სტეიტს" 37 მოგება და 6 მარცხი აქვს, რითაც ლიგის ერთპიროვნული ლიდერია. მომდევნო შეხვედრას კი 22 იანვარს, ორლანდოში "მეჯიქთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
აუ ზაზა რატომ უთმობ სხვას ვერ ვხვდები როცა შეგეძლო არ დაგეთმო შენიანისთვის ერთი მოხსნა რააა! თუ საფრთხე არ არის სხვამ რომ მოხსნას არც ცდილობ გრინისგან განსხვავებით! კარგიიიი რაააა
svan
12:54 21-01-2017
0
ზუსტად მაგიტომ შეინარჩუნა ძირითადი ადგილი ვარსკვლავებს შორის, ყველა ცდილობს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე დააგროვოს ქულები, ზაზა გუნდური თამაშის წყალობით აბალანსებს სიტუაციას.
ზურა
13:48 21-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული