საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა აეკ-თან კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა ათენის აეკ-თან კონტრაქტი გააგრძელა. ამის შესახებ ბერძნული კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება, რომლის ცნობით, ახალი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხელშეკრულება გავახანგრძლივეთ. აეკ-ის გულშემატკივრებზე შეყვარებული იმ დღიდან ვარ, რაც ათენში ფეხი პირველად დავდგი. თავს არ დავზოგავ, რათა მათი იმედები გავამართლო", - აქვეყნებს დიქსონის სიტყვებს კლუბის საიტი.

დიქსონი აეკ-ში შარშან ზაფხულში გადავიდა და მიმდინარე სეზონში წარმატებით თამაშობს. ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ბერძნულმა კლუბმაც სწორედ ამის გამო მოინდომა მასთან თანამშ
რომლობის გაგრძელება.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ამერიკელი კალათბურთელი საქართველოს ნაკრების ღირსებას გასული წლის ზაფხულიდან იცავს და მას ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაშიც დაეხმარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული