გიორგი შერმადინი ისევ ბრწყინავს - 17 ქულა და 7 მოხნსა "გრან კანარიასთან"

AutoSharing Option
ესპანეთის გასული ტურის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინმა ისევ გაიბრწყინა, მისმა და ბექა ბურჯანაძის "ანდორამ" კი სტუმრად უშუალო კონკურენტი დაამარცხა. ანდორელები კანარის კუნძულებზე ადგილობრივ "გრან კანარიას" შეხვდნენ, რომელიც 10 მოგებითა და 6 მარცხით ცხრილში მე-6 ადგილზე იყო.

გიორგი შერმადინის წინამძღოლობით "ანდორამ" ძალიან იოლად - 90:64 დაამარცხა მეტოქე და მას ცხრილში გაუთანაბრდა: ორივე გუნდს 10 მოგება და 7 მარცხი აქვთ.

გამარჯვების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ქართველი ცენტრი გახლდათ, რომელიც 24 წუთი ითამაშა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 1
7 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 11-დან 6 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ შერმადინს მატჩის ყველაზე მაღალი (22) სარგებლიანობის კოეფიციენტი დააგროვა.

ბექა ბურჯანაძე სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე 21:12 წუთი დარჩა და 6 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა. ბექამ 3-დან სამივე ორქულიანი გამოიყენა. 16 ქულით ანდორელთა გამარჯვებას შეეხიდა მილუოკელი იანის ადეტოკუმბოს ძმა თეოსისითანასისი, ხოლო დევიდ იელინეკმა 15 ქულა მოაგროვა. "გრან კანარიაში" 10 ქულით საუკეთესო ბო მაკალები იყო.

მომდევნო მატჩს "ანდორა" 29 იანვარს, სტუმრად, "ხუვენტუდთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზაზა 4ზე და შერმადინი 5ზე უნდა ვცადოთ ევრობასკეტზე
საბა
15:34 22-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული