შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფორვარდმა მარჯვენა ფეხის ტრავმის გამო ევროლიგასა და ესპანეთის ჩემპიონატში თითო მატჩი უკვე გამოტოვა, თუმცა, გამოსაჯანმრთელებლად გარკვეული დრო კიდევ სჭირდება.
სამწუხაროა, რომ შენგელიას უქმობა ბასკური კლუბისთვის მნიშვნელოვან პერიოდს ემთხვევა. თოკო მონაწილეობას ვერ მიიღებს ესპანეთის სამეფო თასის მატჩებში, რომელსაც 16-19 თებერვალს სწორედ "ბასკონიას" საშინაო არენა უმასპინძლებს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით