ALL STAR: მთავარმა მწვრთნელებმა სათადარიგო შემადგენლობები დაასახელეს

AutoSharing Option
27 იანვარს, თბილისის დროით გამთენიისას, NBA ALL STAR-ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა 7-7 სათადარიგო მოთამაშე დაასახელეს.

სამწუხაროდ, დასავლეთის ვარსკვლავების გუნდის მწვრთნელმა სტივ კერიმ "გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია სათადარიგოებში არ შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაჩულია NBA ALL STAR-ზე ვერც წელს ითამაშებს.

ALL STAR-ის სათადარიგო შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
აღმოსავლეთი კონფერენცია
აიზია ტომასი, ჯონ უოლი, კევინ ლავი, კაილ ლავრი, პოლ ჯორჯი, კემბა უოლქერი, პოლ მილსაპი.

დასავლეთი კონფერენცია

გორდან ჰეივარდი, დეანდრე ჯორდანი, მარკ გასოლი, რასელ უესთბრუქი, დემარკუს კაზენსი,
დრეიმონდ გრინი, კლეი ტომფსონი.

შეგახსენებთ, რომ წელს NBA-მ წესები შეცვალა და მხოლოდ გულშემატკივართა ხმები "ყველა ვარსკვლავის" წლევანდელ მატჩში მოსახვედრად საკმარისი აღარ იყო. ფანების ხმების წილი 50 პროცენტი იყო, ხოლო 25-25 პროცენტი - მედიისა და კალათბურთელების ხმების.

გულშემატკივართა 1 528 941 ხმით, ფაჩულია დასავლეთის ფორვარდთა შორის მე-2 ადგილზე გავიდა, მაგრამ მედიამ და კალათბურთელებმა მას მხარი არ დაუჭირეს და ამის გამო ის სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა. მოთამაშეთა გამოკითხვაში ზაზა მე-12 ადგილზე გავიდა, მედიის გამოკითხვაში კი - მეათეზე. საბოლოოდ, 6,5 ბალით ფაჩულია დასავლეთის ფორვარდებში მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუნდების სასტარტო ხუთეულები ასე გამოიყურება:

აღმოსავლეთი კონფერენცია
კაირი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ლებრონ ჯეიმსი, იანის ანდეტოკუნმპო, ჯიმი ბატლერი.

დასავლეთი კონფერენცია
ჯეიმს ჰარდენი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი.

NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩი 19 თებერვალს ნიუ-ორლეანში გაიმართება.
ასევე დაგაინტერესებთ