ზაზამ ტრავმა 29 იანვარს, "პორტლენდთან" მოგებულ მატჩში მიიღო. ის საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა და 24 წუთში 14 ქულა მოაგროვა, თუმცა დაძაბული მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მან მნიშვნელოვანი ჩაჭრა განახორციელა, ძირს დაცემულს კი ზემოდან ბურთისთვის მებრძოლი მეტოქე დააწვა.
რეაბილიტაციის ზუსტი ვადა უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" რამდენიმე კვირით ვერ დაეხმარება.
- ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები "პორტლენდთან"
- ზაზა ფაჩულიას 14 ქულა, 4 ჩაჭრა და გამარჯვება "პორტლენდთან" [VIDEO]
წყარო: gbf.ge