დუდა სანაძემ "ჰელიოსთან" მოგებულ მატჩში 14 ქულა მოაგროვა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, დუდა სანაძის გუნდმა "პრიმორსკამ" სლოვენიის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო. კოპერული გუნდი სტუმრად "ჰელიოსს" შეხვდა, რომელთანაც ამას წინათ თასის გათამაშებაში წააგო. სანაძის გუნდმა ამჯერად რევანში აიღო - 65:49.

სანაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე მხოლოდ 15:36 წუთი გაატარა, თუმცა, იმისთვის, რომ ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი გამხდარიყო, ეს დროც ეყო. ქართველმა ლეგიონერმა 6-დან 4 ორქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა და 14 ქულასთან ერთად 3 მოხსნაც მიითვალა.

მატჩის შემდეგ კომენტარი სთხოვეს დუდა სანაძეს, რომელმაც განაცხადა:

"ეს
ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რომლისთვისაც მთელი კვირა ვემზადებოდით. გუნდურად კარგად ვითამაშეთ და თითოეულმა კალათბურთელმა გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. სასიამოვნოა, რომ დაცვაში ძალიან ხისტად და აგრესიულად გამოვიყურებოდით. საბოლოოდ, სწორედ იმ გეგმას მივყევით, რომელიც მატჩის წინ გვქონდა შემუშავებული.

სლოვენიის ჩემპიონატის პლეი-ოფში აუცილებლად უნდა მოვხვდეთ და ამ მხრივ, ეს მოგება უმნიშვნელოვანესი იყო".

"პრიმორსკამ" 10 მოგება და 8 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად კი სწორედ მოწინავე ექვსეულში ყოფნაა საჭირო. სანაძის გუნდი მომდევნო მატჩს 24 თებერვალს, შინ, ლაშკოს "ზლატოროგთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული