ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" 24 თებერვალს "კლიპერსთან" დაუბრუნდება

AutoSharing Option
San Francisco Chronicle-ის რეპორტიორი კონორ ლეტურნო წერს, რომ ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" მხოლოდ "ყველა ვარსკვლავის" მატჩის მერე დაუბრუნდება.

ორშაბათს (ჩვენი დროით, გვიან ღამით) ზაზა ზედიზედ მეშვიდე მატჩს გამოტოვებს მხრის ტრავმის გამო, ამჯერად, "დენვერის" წინააღმდეგ. იგივე წყარო იტყობინება, რომ მართალია, არის შანსი, რომ ფაჩულიამ ოთხშაბათს "საკრამენტოს" წინააღმდეგ თამაში შეძლოს, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ქართველმა ცენტრმა ტრავმა საბოლოოდ მოიშუშოს, რაშიც "ყველა ვარსკვლავის" მატჩის გამო რეგულარულ სეზონში გამოცხადებული მცირე შესვენება დაეხმარება.

ზაზას არყოფნაში "გოლდენ სტეიტის" სასტარტო ცენტრი კვლავ ჯაველ მაკგი იქნება.

ასე
რომ, ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" მხოლოდ 23 თებერვალს (ჩვენი დროით უკვე 24 იქნება) "კლიპერსის" წინააღმდეგ დაუბრუნდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული