ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "დენვერთან" 20-ქულიანი სხვაობით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
14 თებერვალს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "დენვერს" ესტუმრა და ანგარიშით 132:110 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ცენტრი გუნდს მარჯვენა მხრის კუნთის ტრავმის გამო ვერ ეხმარება. ფაჩულია გუნდს, სავარაუდოდ, NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის შემდეგ დაუბრუნდება.

ამასთან ერთად, "გოლდენ სტეიტს" "დენვერთან" შეხვედრაში ორი მცველი, კლეი ტომპსონი და შონ ლივინგსტოუნი ვერ დაეხმარა. ტომპსონს მარჯვენა ფეხზე აქვს პრობლემა, ხოლო ლივინგსტოუნი მეუღლესთან ერთად არის, რომელიც ბავშვს ელოდება.

ზაზას არყოფნაში სასტარტო ხუთეულში ჯავალ მაკგიმ ითამაშა, რომელმაც 15 წუთში 8 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.

შეხვედრაში სამმაგი
დუბლი სერბმა ნიკოლა იოკიჩმა შეასრულა. "დენვერის" ფორვარდმა 17 ქულა, 21 მოხსნა და 12 პასი მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ "დენვერმა" 24 3-ქულიანი ჩააგდო, რაც რეგულარული ჩემპიონატის რეკორდის გამეორებაა, რომელიც "ჰიუსტონს" ეკუთვნის.

"გოლდენ სტეიტიდან" ყველაზე მეტი, 25 ქულა კევინ დურანტმა მოაგროვა,  სტეფ კარის კი თამაში არ წაუვიდა და მხოლოდ 11 ქულას დასჯერდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

46 მოგებითა და 9 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ უპირობო ლიდერია NBA-ში. ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს ჩვენი დროით 16 თებერვალს, 07:30 საათზე "საკრამენტოსთან" გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

შარლოტ ჰორნეტსი-ფილადელფია სიქსერსი 99:105
ინდიანა პეისერსი-სან ანტონიო სპურსი 106:110
ბრუკლინ ნეთსი-მემფის გრიზლი 103:112
მაიამი ჰიტი-ორლანდო მეჯიქი 107:116
მილუოკი ბაქსი-დეტროიტ პისტონსი 102:89
ვაშინგტონ ვიზარდსი-ოკლაჰომა სიტი თანდერი 120:98
დალას მავერიქსი-ბოსტონ სელტიქსი 98:111
ფენიქს სანსი-ნიუ ორლეან პელიკანსი 108:110
იუტა ჯაზი-ლოს ანჯელეს კლიპერსი 72:88
პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი-ატლანტა ჰოუქსი 104:109
მკითხველის კომენტარები / 10 /
რატომ ბლოკავთ კომენტარებს, სადაც არაფერია უცენზურო? არ მოგწონთ განსხვავებული აზრი, არა?!
baxt
15 თებერვალი 2017 10:14
0
წმინდა წყლის მესჩანური აზრებია აქ გამოთქმული, სხვის ნეგატივზე (ამ შემთხვევაში წაგებების ფონზე)კი არ უნდა გამოჩნდეს ადამიანი პოზიტივში რომ დააფასონ, არამედ თავისი ტალანტის და დაუღალავი შრომის ფასად და აფასებენ კიდევაც გუნდში ზაზას.
სრულიად ვეთანხმები ბოლო კომენტარის ავტორს.
ხალხნო
14 თებერვალი 2017 18:01
0
მაგარი აზროვნება გაქვთ აი....
კაცმა ბევრად უკეთეს შეთავაზებებზე თქვა უარი და მიზერულ ანაზღაურებას დასთანხმდა ერთად ერთი მიზეზით, უნდა ნბა-ს პირველი ქართველი გამარჯვებული გახდეს და ეხლა გამოდიან მისი ვაი და ვითომ გულშემატკივრები და... გვინდა გოლდენმა რაც შეიძლება ბევრი წააგოს რომ ზაზას დაუფასდესო?!
ბატონებო ასეთი სისულელე მეტი აღარ გაიმეოროთ, ვინაიდან გოლდენში თქვენზე ბევრად მაღლად მდგომი პროფესიონალები მოღვაწეობენ, რომლებმაც თქვენზე ბევრად კარგად იციან ზაზას ფასი.
დაფასების ჯიბრზე გოლდენის წაგებებით კი ზაზა ვერ გახდება ამ სეზონში ნბა-ს გამარჯვებული.
ზაზას გარეშე რაც მეტს წააგებენ უკეთესია... ს
14 თებერვალი 2017 16:24
0
ზაზა და იოკიჩის დაპირისპირება კარგად მახსოვს წინა დუელში,გადახედეთ იმ თამაშს, ზაზა არის სუპერ ცენტრი, კერი აღარ რისკავს და ზაზას გადამწყვეტი ბატალიებისთვის ინახავს, მთავარია, რომ მან იცის ზაზას ფასი. პ.ს. ერთმანეთს ნუ აყენებთ შეურაცხყოფას, საბონისმა რაც თქვა, მეც ვეთანხმები, გოლდენი რაც მეტ თამაშს წააგებს ზაზას გარეშე, ზაზას მეტი ფასი დაედება, რა არის ამაში ტროლური. რუსეთი ჩემთვისაც მიუღებელი თემაა.
Bmb
14 თებერვალი 2017 16:17
0
თავი დაანებეთ პოლიტიკას და წერეთ კალათბურთზე, რა თქმა უნდა ზაზას არყოფნამ იმოქმედა ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსები კალათბურთის წერენ რომ გოლდენმა შეიძლებაო გადაღლილი შეხვდესო ფინალსო, ამაში რა თქმა უნდა არის ლოგიკა, მაგრამ ეს მხოლოდ არის ალბათობა 50 პროცენტი 50 პროცენტზე, ამ მხრივ ყველაფერი თითქმის დამოკიდებული იქნება მთავარ მწვრთნელზე თუ როგორ გამოიყენებს ის სათადარიგო სკამს, ერთი რამ ფაქტია რომ რამოდენიმე კალათბურთელი აკლდა გოლდენს და ამან გუნდის თამაშზე ძალიან იმოქმედა.
ხვიჩა
14 თებერვალი 2017 15:52
0
მეც ვფიქრობ რომ ზაზას გარეშე რაც მეტს წააგებენ უკეთესია... ზოგადად ზაზა დაუფასებელი იგროკია და მის არყოფნასი უფრო მიხვდებიან რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდისთვის ზაზა... გამოჩნდა რო ყველას შეცვლა შეიძლება გოლდენში მაგრამ ზაზა შეუცვლელია :) არც ტროლი ვარ და რუსეთიც მეზიზღება
chiko
14 თებერვალი 2017 15:08
0
საბონისი კი არა, აგური უნდა მიიწერო ხოლმე ნიკად.
რუსების ტროლო შენ სპორტი, ზაზა და გოლდენი კი არა, ამერიკის სიძულვილი გალაპარაკებს და ვერც ხვდები რას წერ ზიზღით.
sabonisss
14 თებერვალი 2017 14:25
0
მაკგი როგორ გაუმკლავდებოდა იოკიჩს??? იოკიჩის ბოტასი ჯობია მთლიან მაკგის... ზაზასაც კი გაუჭირდებოდა, მაგრამ ზაზასთან ერთად ვარსკვლავები უფრო დალაგებულად თამაშობენ და მეც მგონია რო მოიგებდნენ
გიორგი
14 თებერვალი 2017 13:25
0
ზაზას გარეშე რასაც მეტს წააგებს გოლდენი მით უკეთეს.D
sabonis
14 თებერვალი 2017 13:13
0
ასეთი უსუსური GSW-ი ჯერ არ მინახია, ნაგეტსმა ყველა ფაქტორში დაჩაგრა და გადაუარა ვარიორებს.
მაკგი აშკარად ვერ უმკლავდებოდა იოკიჩს.
ზაზა რომ ყოფილიყო 100%-ნი მოიგებდნენ
14 თებერვალი 2017 12:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული