10:20 03-03-2017
ზაზა ფაჩულიას 8 ქულა და 5 მოხსნა ჩიკაგოში ბოლო წუთებზე წაგებულ მატჩში [VIDEO]
AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტმა" "ჩიგაგოსთან" მატჩის ბოლო 3 წუთი 2:10 წააგო და საბოლოოდ 87:94 დამარცხდა. დუეინ უეიდის "ბულსმა" ბოლო 6 მატჩში მეხუთეჯერ იმარჯვა. გოლდენსტეიტელებმა ტრავირებული კევინ დურანტის გარეშე ითამაშეს, რომლის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.
ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 14 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 8 ქულით, 5 მოხსნით და 1 ჩაჭრით დაასრულა. ჩიკაგოელთა ცენტრმა რობინ ლოპესმა 22 წუთი ითამაშა და 10 ქულასთან ერთად 3 მოხსნა მიითვალა. გამარჯვებულებს ჯიმი ბატლერმა 22 ქულით ულიდერა, "გოლდენ სტეიტში" კი 23 ქულით საუკეთესო იყო სტეფ კარი.
50 მოგებისა და 11 მარცხის მქონე "გოლდენ სტეიტი" ლიგას კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს. აღმოსავლური ტურნეს მორიგ მატჩს ფაჩულიას გუნდი 6 მარტს, ნიუ იორკში "ნიკსთან" გამართავს.
წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
წაქცევები ტუ გამოასტორა და ჩაგდებაც ტუ გამოასწორა შემდეგი სეზონისთვის ეს ზაზა ფაცჰუულია კიარა ლებრონ ჯეიმსია იკნება მაშინ..მაგან რო მიაგწია მასეთს კარგად დაიმახსოვრეთ ასეტ ვარსკვლავების გუნდში სასტარტოში მოხვედრა ამის მერე 100 წელი ვერცერტი კართველი ვერ მიაგწევს..ნეტა იკნებოდეს მაგრამ დარწმუნებული ვარ რო არ იკნება
0
0
ფიზიკური ვარჯიშები უნდა მეტი, მიუღწეველი არაფერია, შეადარეთ ნბა-ს დაკუნთული ლამის ყველა მოთამაშეებისა და ზაზას აღნაგობა, როგორც ცა და მიწა, ისეა განსხვავება, არ უნდა დაიზაროს, ტრენაჟორების დარბაზში უნდა გაატაროს მეტი დრო და შედეგიც სახეზე ექნება.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული