"სოციალურ მედიაში ძალიან ბევრი ზიზღია და მისი მსხვერპლი მხოლოდ მე არ ვარ"

AutoSharing Option
ამერიკულ მედიაში კევინ დურანტის ტრავმა კვლავ ყურადღების ცენტრშია. "გოლდენ სტეიტს" სუპერვარსკვლავის არყოფნა ეგრევე დაეტყო - გუნდმა 2015 წლის აპრილის მერე პირველად წააგო ზედიზედ ორი თამაში. "ჩიკაგოსთან" 87:94 წაგებულ მატჩში ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე 8 ქულა და 5 მოხსნაა.

ზაზა ფაჩულიას 8 ქულა და 5 მოხსნა ჩიკაგოში ბოლო წუთებზე წაგებულ მატჩში [VIDEO]

nba.com ჩიკაგოში ქართველ ცენტრს გაესაუბრა, ძირითადად, დურანტის ტრავმასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ "ვაშინგტონის" ცენტრ გორტატთან ბრძოლის შემდეგ ზაზა პარკეტზე დაეცა და შემთხვევით დაუზიანა თანაგუნდელს მუხლი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს ამ
ინციდენტის გამო. ალბათ, გაცილებით ცუდად ვიგრძნობდი თავს, დურანტის ტრავმა ჩემი ბრალი რომ ყოფილიყო, ან ჩემით რომ დავვარდნილიყავი. თუმცა ასე არ ყოფილა, ხელი მკრეს და ამიტომ დავეცი, ვეღარავინ გააკონტროლებდა იმ მომენტს", - იხსენებს ფაჩულია.

"კევინმა კარგად იცის, რომ მე არაფერ შუაში ვარ, თამაშის მერე ველაპარაკე, სასტუმროს ნომერშიც ვნახე.

მან იცის, რომ ეს იყო ძალიან ცუდი ინციდენტი. გორტატთან მოხსნისთვის ვიბრძოდი და ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს მოხდებოდა. ტრავმას ვერც გორტატს დავაბრალებ, რადგან ისიც ბურთისთვის იბრძოდა.

მადლობა ღმერთს, რომ ტრავმა ისეთი მძიმე არ არის, როგორიც შეიძლება ყოფილიყო", - უთხრა ლიგის ოფიციალურ საიტს ჩვენებურმა.

საიტის თქმით, როგორც "ჩიკაგოში" არავინ აბრალებდა ტაჯ გიბსონს დერიკ როუზის ტრავმას, ისევე არავინ აბრალებს ზაზას დურანტის დაშავებას "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელებს შორის.

"ვიცი, რასაც ზაზა გრძნობს. შემთხვევითაც რომ მოგივიდეს თანაგუნდელის დაშავება, მაინც ცუდი გრძნობაა. ასეთია ადამიანის ბუნება.

მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ტრავმები ჩვენი თამაშის განუყოფელი ნაწილია, ასეთი ინციდენტები სპორტში ხდება ხოლმე", - განაცხადა შონ ლივინგსტონმა.

დევიდ ვესტმა გაიხსენა, როგორ მიაყენა კობი ბრაიანტმა ტრავმა 2009 წელს თანაგუნდელ ენდრიუ ბაინუმს, რომელსაც ამის მერე კარიერა აერია გაუთავებელი ტრავმების გამო.

"რას ვიზამთ, ახლაც არ მავიწყდება, როგორ მიიღო ჩემ თვალწინ კრის პოლმა მუხლის ტრავმა ნიუ ორლეანში", - იხსენებს ვესტი სხვა ინციდენტსაც.

"ეს იყო შემთხვევითობა. არ ვფიქრობ, რომ ზაზას ბრალია დურანტის ტრავმა. არც იმას ვფიქრობ, რომ ზაზა ფიქრობს, რომ მისი ბრალია. თუ ეს ასეა, მაშინ აუცილებლად უნდა შეხედოს მოვლენას სხვა კუთხით. სამწუხაროა, მაგრამ ასეთი რაღაცებიც ხდება ხოლმე. კალათბურთელები იღებენ ტრავმებს", - განაცხადა "გოლდენ სტეიტის" თავკაცმა სტივ კერმა.

ზაზას სტატუსს სოციალურ მედიაში ფანების სხვადასხვანაირი გამოხმაურება მოჰყვა. ძირითადად, ისინი ზაზას მხარს უჭერენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ჩვენებურს აბრალებენ დურანტის ტრავმას.

ზაზა ფაჩულია: არავინაა ისე დამწუხრებული, როგორც მე...

"ფანები ფანები არიან. ისინი ყველგან ერთნაირები არიან, მარტო NBA-ში არა. ძალიან ადვილია თითოეული მათგანისთვის რამის თქმა. თანაც, ჩვენ ისეთ მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც მოიძებნება ხალხი, რომელთაც ჩვენი მორალურად განადგურება სურთ.

სოციალურ მედიაში ძალიან ბევრი ზიზღია და მისი მსხვერპლი მხოლოდ მე არ ვარ. ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. ავიღოთ თუნდაც საუკეთესო მოთამაშე, გინდა ახლანდელი, გინდა ყველა დროის, ისიც ანალოგიურ სიტუაციაში იქნება სოციალურ მედიაში", - განაცხადა ზაზამ.

"არც ის არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი ფანი, რომელიც ახლა ზაზას აბრალებს დურანტის ტრავმას, დღეების წინ მას "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მოსახვედრად აძლევდა ხმას", - წერს საიტი.

"ისინი ვერ იგებენ დეტალებს, მაგრამ ვერ ვიფიქრებ ყველას გამო, ყველას თავს მაინც ვერ მოაწონებ. ასე არ არის? ზოგიერთი შენი გულშემატკივარია, ზოგიერთი კი - შენი მოწინააღმდეგე. მით უმეტეს, როცა "გოლდენ სტეიტის" დონის გუნდში თამაშობ, - თქვა ზაზამ. - რაც უფრო კარგად თამაშობ, მეტად ხვდები ყურადღების ცენტრში. ეს კარგია, ამიტომაც ჩემთვის საოცარი თავგადასავალია ამ გუნდში ყოფნა.

ყურადღების ცენტრში ყოფნა ჩემთვის სიახლეა. ამიტომაც ძალიან ვცდილობ, რომ არ ვიფიქრო არაკეთილგანწყობილ ხალხზე, მათ ნათქვამებზე. სხვანაირად ეს გაგაგიჟებს ადამიანს. პირველი ისაა, რომ გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც ჩემ თავს ხდება, ჩემთვის უკეთესიცაა, რადგან უკეთ ავთამაშდები.

არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. ამ გამოცდილებას კი არასოდეს დავივიწყებ. სწორედ ამიტომაც მქონდა შედარებით ცუდი სტარტი "გოლდენ სტეიტში" - თავიდან მეტად ვუსმენდი სხვებს და მეტს ვფიქრობდი, მაგრამ თანაგუნდელები, სამწვრთნელო შტაბი, დამეხმარნენ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

ახლა მხოლოდ იმ რჩევებს და აზრებს ვიღებ, რაც საჭიროა, სხვებს კი, უბრალოდ, ვბლოკავ", - აცხადებს ფაჩულია.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მართალი ბრძანდებით ბატონო სოსო,

მაგათ გონიათ, რომ ცენტრის გარეშეც მოიგებენ, მაგრამ ეს ასე არ არის და კიდეც დაუმტკიცა გორბატმა. ზაზა კი ერთი-ერთში გორბატს ყოველთვის აჯობებს

ზაზას თამაშის დროს როცა მეტოქეს წელში გატეხავენ და თითქმის მოგებული აქვთ თამაში, მაშინ ასვენებენ ზაზას და შემდეგ მაყურებლების დასანახად შოუს ატარებენ. ხოლო როცა ძალიან უჭირთ ჰგონიათ, რომ შორიდან სროლებით მოიგებენ, ამან კი არც ერთ მათ მიერ წაგებულ თამაშში არ გაამართლა.

ამიტომ, მართლაც ზაზას პასუხი კი უკეთესი თამაში უნდა გახდეს.

ზაზას წარმატებები...


ჯონი
12:43 04-03-2017
0
დზალიან სუსტი მწვრთნელია კერი ამათ დონეზე ვერ იღებს თამამ გადაწყვეტილებას და ვერც ახალი რამე შეაქ გუნდში
fexburteli
12:34 04-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული