თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" "ვალენსია" დაამარცხა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ესპანეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი კონკურენტი დაამარცხა.

ვიტორიული გუნდი 23-ე ტურის ბოლო მატჩში "ვალენსიას" დაუპირისპირდა და 71:63 დაამარცხა.

ქართველმა ფორვარდმა ტრავმის მოშუშების მერე მე-2 მატჩი ჩაატარა და 15:10 წუთში 2 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შენგელიამ 8-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ. ბასკონიელთა შორის საუკეთესო ფრანგი როდრიგ ბობუა გახლდათ, რომელმაც 18 ქულა მიითვალა, ამერიკელმა შეინ ლარკინმა კი 14 ქულა
ჩააგდო.

"ბასკონიამ" 16 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში, ვალენსიელთა გარდა, მადრიდის "რეალს" გადაუსწრო, რომელიც გასულ ტურში ლიდერ "ტენერიფესთან" დამარცხდა.

შენგელიას კლუბი მე-2 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 11 მარტს, სტუმრად, აუტსაიდერ "მანრესასთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ცუდი სტატისტიკაა,მაგრამ მალე შევა ფორმაში.მთავარია ჯანმრთელად იყოს.
სოსო
17:25 06-03-2017
0
სამწუხაროა
ძალიან ცუდ მაჩვენებლებს დებს ეს მერამდენედ...
იმედია სითამამეს დაიბრუნებს!
glaxuna
20:09 06-03-2017
0

სიახლეები პოპულარული