"გოლდენ სტეიტის" ფანმა ზაზა ფაჩულიას აჯობა და მანქანა მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გოლდენ სტეიტმა" "ბოსტონ სელტიკსთან" საშინაო მატჩში სეზონში მე-12 მარცხი იგემა, მაგრამ ეს გუნდის ერთ-ერთ ფანს, ევან ოლმაითის აღარ ანაღვლებდა, რადგან მან თამაშის ტაიმ აუტისას ახალთახალი "კია" მოიგო.

- ზაზამ მაგარი ჩატენა - ფაჩულიას და "გოლდენ სტეიტის" მე-12 მარცხი NBA-ში [VIDEO]

"ბოსტონთან" ტაიმ აუტში შემთხვევით შერჩეულ ერთ-ერთ ფანს შესთავაზეს 30 წამში ზაზა ფაჩულიაზე მეტი სამქულიანი ჩაეგდო, იგი ამ შემთხვევაში ავტომანქანის მფლობელი გახდებოდა.

ზაზამ 30 წამში სამი სამქულიანი ჩააგდო. ევანს 20 წამიც ეყო იმისთვის, რომ ზაზაზე მეტი სამქულიანი ჩაეგდო და "კიას" ბედნიერი
მფლობელი გახდა.

- Bleacher report-ის ვერდიქტი: "გოლდენ სტეიტმა" ზაზა ფაჩულია უნდა შეინარჩუნოს
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ყველაფერი გართობაა და არ ღირს სერიოზულად სასაუბროდ. ვისაც ზაზას სროლაზე აქვს პრეტენზიები, გადახედოს სხვა მაღალბიუჯეტიანი ცენტრები სტატისტიკურად (დრამონდი,დეანდრე,ჰოვარდი) როგორ ესვრიან საშუალო და შორი დისტანციიდან და ისე აკრიტიკონ.
(((((
15:27 10-03-2017
0
რატომ რა რომ დათანხმდა რა დაკარგა? რეკლამაა ყველაფერი. ზუსტად რომ არ არის მსროლელი მაგიტომ იყო შოუ თუ აჯობებდა ქომაგი.თორემ კარის და ტომპსონს რას გაეჯიბრებოდა, მოხვდებოდა 30 სამიანი სანიაღვრეში
bado
14:01 10-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული