შენგელიას ლამაზი პასი და ჩატენვა - თორნიკეს 12-მა ქულამ "ბასკონიას" ვერ უშველა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ანდორას" კვალზე, ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას "ბასკონიამაც".

ვიტორიელები სტუმრად აუტსაიდერ "მანრესასთან" 82:87 დამარცხდნენ.

შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ბასკური კლუბის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. თოკომ 22:55 წუთში 3-დან 2 ორქულიანი და 11-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი ააცილა და 12 ქულას 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ფორვარდს ბურთი არ დაუკარგავს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა. შედეგად, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა,
რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

"ბასკონია" 16 მოგებითა და 7 მარცხით მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო ტურში კი დაისვენებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული