ქართველმა ცენტრმა ყოფილი გუნდის, "სარაგოსას" წინააღმდეგ ზეშედეგიანად ითამაშა, მას მხარი ბექა ბურჯანაძემაც აუბა და "ანდორამ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა - 100:92.
შერმადინმა 100-პროცენტიანი მიზანი გამოავლინა თამაშიდან და შესრულებული 9 სროლიდან ცხრავე ჩააგდო. საჯარიმოს ხაზიდან გიორგიმ 10-დან 9 საჯარიმო მიითვალა და ესპანეთში პირადი რეკორდი - 27 ქულა გაიმეორა. ეს შედეგი შერმადინმა 2 კვირის წინ, მადრიდის "რეალთან" აჩვენა.
"სარაგოსასთან" მატჩში ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთულში
შედეგად, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 41-ს გაუტოლდა და ცხადია, ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა. სწორედ შერმადინის ანგარიშზეა ტურის ყველაზე მეტი ქულა, მოხსნა და სარგებლიანობის ინდექსი და თუ კვირის მატჩებში მეტს ვერავინ დააგროვებს, ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს ქართველი კლთბურთლი მიიღებს.
სასიხარულოა, რომ შერმადინის კვალზე უმატებს და "ანდორას" წამყვან მოთამაშედ ყალიბდება ახალგაზრდ ბექა ბურჯანაძე, რომელიც "სარაგოსასთან" გამარჯვების დიდი მოწილე გახლდათ.
შერმადინის შემდეგ ანდორელთაგან სწორედ ბურჯანაძემ დააგროვა სარგებლიანობის უმაღლესი ინდექსი, რამაც 22 ერთეული შეადგინა.
ბურჯნაძეც სასტარტო ხუთულში იყო და 26:00 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა (1 შეტევაში), 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ბექამ 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, 1 შეცდომა დაუშვა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.
12 მოგებითა და 11 მარცხით "ანდორა" სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს ინარჩუნებს, მომდევნო მატჩს კი 26 მარტს, სტუმრად, "ბარსელონასთან" გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით