11:02 01-04-2017
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსაც" მოუგეს [VIDEO]
AutoSharing Option
ჰიუსტონელები დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე არიან, შესაბამისად ლიგის ერთ-ერთ ფავირიტადაც ითვლებიან. ოკლენდში "როკეტსმა" ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ გადამწყვეტ პერიოდში მასპინძლებმა ჩვეული შეუპოვრობა გამოავლინეს და გამარჯვებამდე მივიდნენ. გარდამტეხ მომენტში შედეგიანად ითამაშეს სათადარიგოებმა - ანდრე იგუდალამ და იან კლარკმა. ჯავალ მაკგის კი 11 წუთში 13 ქულა და 5 დაფარება დაუგროვდა.
ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო ოკლენდელთა ქართველი ცენტრი. ფაჩულიამ 12 წუთი ითამაშა და 3-დან 1 ორქულიანი მიითვალა. ზაზამ შეხვედრა 2 ქულით და 1 მოხსნით დაასრულა.
რაც შეეხებათ გოლდენსტეიტელთა სხვა სასტარტოებს, სტეფ კარი 24 ქულით ბომბარდირი გახდა, კლეი ტომპსონმა კი გუნდს 20 ქულა მიაშველა. დრეიმონდ გრინმა და მეტ ბარსნმ 6-6 ქულა მიითვალეს.
62 მოგებითა და 14 მოგებით "გოლდენ სტეიტი" მთელ ლიგას ლიდრობს. მდევარ "სან ანტონიოს" 4 მოგებით ნაკლები და 3 წაგებით მეტი აქვს. რეგულარულ ჩემპიონატში ოკლენდელებს დარჩნილი აქვთ 7 მატჩი და ამ უპირატესობას, დიდი ალბათობით, არ გაანიავებენ, რაც მათ ლიგის პირველ ადგილს და პლეი ოფში ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობას მიანიჭებს.
მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 3 აპრილს, შინ "ვაშინგტონთან" ელის.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
160.00 k
200.00 k
სიახლეები
პოპულარული
რისი თქმა გინდა თქვა ტროლი, იქნებ ახსნა? ზაზაო, ღობეგლეჯიაშვილებიო, ყელყელაობაო, ფეხბურთიო?
სად ნბა და სად ფეხბურთი? ან აქ რა შუაშია კოლმეურნეების გუნდი?
მოკლედ, მსქროლაობამ მთლად ტვინი აგირია.
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსაც" მოუგეს.
ძალიანაც კარგიც მიქნია, გამთენიიდან ცუდ ხასიათზე მაინც არა ვარ.