დუდა სანაძის 20 ქულა "პრიმორსკას" მოსაგებად არ ეყო

AutoSharing Option
დუდა სანაძის "პრიმორსკა" სლოვენიის ჩემპიონატის საკვალიფიკციო ტურნირში უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის.

გუნდის ლიდერი ქართველი ფორვარდია, რომელმაც მორიგ მატჩშიც თავი გამოიჩინა, თუმცა მისი გუნდი მეტოქე "სენტურთან" დაძაბულ ბრძოლაში - 81:82 დამარცხდა.

სანაძემ მოედანზე 22:45 წუთი გაატარა და 20 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ლეგიონერმა 7-დან 4 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ
დაჯარიმდნენ. სანაძე ორივე გუნდის შემადგენლობი საუკეთესო იყო.

"პრიმორსკა" 11 მოგებითა და 2 მარცხით მე-7 ადგილს ინარჩუნებს, მომდევნო მატჩს კი 1 აპრილს, ისევ სტუმრად, აუტსაიდერ "პორტოროჟთან" ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული