17 წლის გოგა ბითაძემ სერბეთის ჩემპიონატის მატჩში ორმაგი დუბლი გაიფორმა

AutoSharing Option
17 წლი გოგა ბითაძის მორიგი დიდებული მატჩი სერბეთის ეროვნულ ჩემპიონატში.

"მეგა ბიმაქსის" 18-წლამდელთა გუნდის პერსპექტიული ქართველი წევრი გამოცდილების მისაღებად და კლასის ასამაღლებლად სერბეთის უმაღლესი ლიგის კლუბ "სმედეროვოშია" განათხოვრებული, სადაც ნელ-ნელა ლიდერად ყალიბდება. მორიგ ტურში სმედეროვოელებმა ჩემპიონატის მეორე მატჩი მოიგეს და ამაში ქართველი ცენტრის წილი უდიდესია.

ბოლო, მე-14 ადგილზე მყოფი "სმედეროვო" სტუმრად მეხუთეადგილოსან "დუნავს" შეხვდა და 86:75 დაამარცხა. ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ჯამში
ბითაძემ 18 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მოაგროვა.

ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის ინდექსმა 24 ერთეული შეადგინა და ის მცირედით ჩამორჩა თანაგუნდელებს - ნოვაკ მუჟიჩს (28) და სტეფან შიმიჩს (26). 2 მოგებითა და 21 მარცხით "სმედეროვო" ბოლო ადგილზე მარტო აღარ არის და ამ პოზიციას იგივე შედეგის მქონე კლუბ "კონსტანტინთან" იზიარებს.

"სმედეროვო" მორიგ მატჩს 8 აპრილს, შინ მე-2 ადგილზე მყოფ "დინამიკთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
მჯერა, რომ მალე ჩვენი ნაკრების ლიდერი გახდება!
zurab
19:39 02-04-2017
0
eg bichi male nakrebshiz gamogvadgeba, egre tu gaagrzela, tarmatebebi goga.
goga
01:30 03-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული