თორნიკე შენგელიას "ბეტისთან" მატჩში ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა. ვიტორიელებმა "ბეტისს" უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში - 79:75 დაამარცხეს.

ქართველი ლეგიონერი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 22:14 წუთში ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. შენგელიამ 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა და 9 ქულას 8 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა.

შენგელიამ ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა, რაც გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო.

18 მოგებითა და 7
მარცხით "ბასკონია ცხრილში მე-2 ადგილზეა, თუმცა ტურის დანარჩენი მატჩები ჯერ არ დასრულებულა და ეს მოცემულობა შესაძლოა, შეიცვალოს. 9 აპრილს, ტურის ცენტრალურ მატჩში, "ბასკონია" "რეალს" მადრიდში ესტუმრება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული