როგორ განვითარდა ბითაძის კარიერა NBA-ში? ავტორიტეტული გამოცემა ქართველზე საუბრობს

AutoSharing Option
გოგა ბითაძემ "ინდიანა პეისერსის" შემადგენლობაში მეორე სეზონი დაასრულა. შეიძლება ითქვას, რომ დრაფტიდან მოყოლებული, მან საკმაოდ გრძელი გზა განვლო.

როგორი იყო მისი პირველი წელი NBA-ში? გოგას იმაზე მეტი სირთულის გადალახვა მოუწია, ვიდრე უბრალოდ ახალბედა მოთამაშეებს უწევთ, როცა ისინი NBA-ს გუნდების წევრები ხდებიან. უცხო ქვეყანაში ცხოვრება და ოჯახიდან მოშორებით ყოფნა ხშირად ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს.

როგორ განვითარდა ბითაძის კარიერა?

გოგამ პირველ სეზონში მხოლოდ 54 მატჩში ითამაშა, სანამ NBA-ს სეზონი COVID-19-ის გამო შეჩერდებოდა.

ამ 54 თამაშის განმავლობაში, მან საშუალოდ 3.2 ქულა და 2 მოხსნა
დააგროვა. გოგა თამაშიდან 46% სიზუსტით ისროდა, ხოლო სამქულიანებს 19%-ით...

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველ ცენტრს საშუალოდ მხოლოდ 8.7 წუთი ჰქონდა ნათამაშები და "პეისერსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ნეიტ მაკმილანის აზრით, ეს ნორმალური მოვლენა იყო.

გასულ სეზონში 21 წლის კალათბურთელს, როგორც ჩანს, მეტი ნდობა ჰქონდა და ეს მის თამაშზეც აისახა. ბითაძეს წინა წლის 37 ნაცვლად უკვე 60 დაფარება ჰქონდა.

გოგა პერიმეტრზე თამაშის გაუმჯობესებას მუდმივად ცდილობდა. შეხვედრაში 1.8 სამქულიანი 25%-იანი სიზუსტით საუკეთესო მაჩვენებელი არაა, თუმცა, ნამდვილად უკეთესია, ვიდრე პირველ სეზონში. ხშირად მას სამქულიანის სროლისთვის შესაფერისი მომენტის შერჩევა უჭირდა, თუმცა ეს აუცილებლად გამოსწორდება.

თუკი გოგა მომავალ სეზონში ზუსტი სროლების მაჩვენებლის გაუმჯობესებას მოახერხებს, ეს წინსვლის წინაპირობა იქნება. ყველაფრის მიუხედავად, მისი როლი გასულ სეზონშიც იზრდებოდა და ის თამაშში საშუალოდ 12.5 წუთს უტოლდებოდა. იყო პროგრესი მოხსნების კუთხითაც. ამ სეზონში ბითაძე ბურთს საშუალოდ 3.3-ჯერ ხსნიდა და ჯამში 150 მოხსნაზე ავიდა, როცა სადებიუტო სეზონში 106 მოხსნა ჰქონდა.

გოგა ფარქვეშაც უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა. რამდენიმე მატჩში მისთვის პრობლემად პერსონალური ფოლები იქცა, თუმცა ამაზე განსაკუთრებული ყურადღება არ უნდა გამახვილდეს.

მომზადებულია 8points9seconds-ის მიხედვით

altბითაძე "ბოსტონში"?! bleacher Report პოტენციურ გაცვლაზე საუბრობს


მკითხველის კომენტარები / 1 /
წელს ხშირი იყო ცენტრების ტრავმიანობა და ამიტომ,მას მეტად მოუწია თამაში,მაგრამ არ ჩანს თავდაჯერებულობის საგრძნობი მომატება.არც სხვები ენდობიან.გოგა ევროპაში მიჩვეულია,რომ მის განვითარებაზე მწვრთნელები ზრუნავდნენ.იქ კი,სულ სხვანაირი დამოკიდებულებაა.თუ შანსი მოგეცა და ვერ გამოიყენე,სხვა უკვე ქუსლებზე გაბიჯებენ.ვფიქრობ ამისათვის გოგა, ფსიქოლოგიურად არ აღმოჩნდა მზად.თვითონაც სულ სხვანაირი ხასიათის ადამიანია და საკუთარ თავს ვერ ახტება.თუ მომავალ სეზონში,საგრძნობლად არ მოუმატა თამაშს, რამდენიმე კომპონენტში,შესაძლოა კონტრაქტი აღარც გაუგრძელონ.ამიტომ ამ ზაფხულს,ძალიან დიდი შრომა დასჭირდება სროლებსა და მეტოქის ფარზე ბრძოლის გასაუმჯობესებლად.რაკი პასს არ აძლევენ,თვითონ უნდა შეუქმნას თავს,მომენტი და გამოიყენოს.მხოლოდ მაშინ ენდობიან სხვებიც და პასს მისცემენ.
სოსო
15:10 17-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული