"როცა გრძნობ, რომ მეტი შეგიძლია და ამის შესაძლებლობა არ გეძლევა..." - გოგა ბითაძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ინდიანა პეისერსის" კალათბურთელი გოგა ბითაძე ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გადაცემა "სპორტის საათის" სტუმარი იყო.

21 წლის კალათბურთელმა NBA-ს გასულ სეზონში საკუთარ თამაშზე ისაუბრა:

"ყოველთვის შეიძლება უფრო კარგად ითამაშო, მაგრამ რისი საშუალებაც მომეცა, ის დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენე - გუნდს გამარჯვებაში ვეხმარებოდი!

როცა გრძნობ, რომ მეტი შეგიძლია და ამის შესაძლებლობა არ გეძლევა, რთულია, საკუთარი თამაშით კმაყოფილი დარჩე."

შეგახსენებთ, ბითაძე გასულ სეზონში მწვრთნელის ასისტენტთან დაკავშირებულ გაუგებრობაში მონაწილეობდა. ქართველ ცენტრს, კარგი თამაშის მიუხედავად, კლუბში სათანადო დრო არ ეძლეოდა. "ინდიანამ" სეზონი მეცხრე ადგილზე დაასრულა,
პლეი-ინში კი "ვაშინგტონ ვიზარდსთან" 115:142 დამარცხდა.

altბითაძე "ბოსტონში"?! bleacher Report პოტენციურ გაცვლაზე საუბრობს






altბითაძეს ჯოკერის ბანქო ამოუვიდა? ავტორიტეტული გამოცემა გოგას შესაძლო გაცვლაზე წერს

alt"ბითაძემ უილიამსონამდე მოახერხა პლეი-ოფში გასვლა..." - გულშემატკივრები არასასიამოვნო ეპიზოდს არ ივიწყებენ