NBA-ის ოფიციალური საიტი წერს, რომელ ნომრად აირჩევენ მამუკელაშვილს

AutoSharing Option
NBA-ის ოფიციალურმა გვერდმა დრაფტამდე ცოტა ხნით ადრე კანდიდატთა რეიტინგი წარმოადგინა. ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი უკვე 42-ე პოზიციაზეა.

ლატარიის ეს პოზიცია "დეტროიტ პისტონსს" ეკუთვნის. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის ექსპერტი სანდროს კიდევ ერთხელ აქებს:

"მამუკელაშვილი თანამედროვე ცენტრია, რომელიც სწრაფია და დიდი ზომის ფეხების მიუხედავად, კარგად მოძრაობს. ქართველს მოწინააღმდეგის დაცვის გარღვევა კარგად შეუძლია."

შეგახსენებთ, NBA-ს დრაფტზე 60 მოთამაშეს აირჩევენ. მამუკელაშვილი თავდაპირველად ამ ზონაში არ განიხილებოდა, მოგვიანებით კი დიდი რეიტინგული პროგრესი განიცადა.

alt"მამუკელაშვილის შედარება იოკიჩთანაა შესაძლებელი"

- ქართველს დრაფტის წინ ისევ აქებენ

altმამუკელაშვილი შესანიშნავ ფორმაშია - ქართველის ვიდეოს ESPN-ის ჟურნალისტი აქვეყნებს [VIDEO]

altმამუკელაშვილის თვისებები თანამედროვე კალათბურთში ძალიან ფასობს - ამერიკული მედია