გიორგი შერმადინმა ევროლიგის ჩემპიონთან ორმაგი დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის ორმაგი დუბლი - თელ ავივის "მაკაბიში" გადასულმა ქართველმა ცენტრმა გერმანულ ნიურნბერგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის დასკვნით მატჩში 14 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა, რითაც თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

ვინ ვინ და, თელავიველებმა ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი ათენის "ოლიმპიაკოსი" დაამარცხეს.

ტურნირის წინა ორი შეხვედრა მაკაბელებმა რუსულ "ხიმკისთან" და გერმანულ "ბამბერგთან" დათმეს.

ათენელებმა კი პირიქით, ეს გუნდები იოლად დაამარცხეს. ბოლო შეხვედრაში ებრაულმა კლუბმა ბერძნებს შანსი არ დაუტოვა და ანგარიშით 92:74 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ცენტრი შეუჩერებელი იყო და შთამბეჭდავი ორმაგი დუბლიც
გაიფორმა.

შერმადინის მსგავსად, 14 ქულა მიითვალა სილვენ ლანდესბერგმა. დევიდ ლოგანმა თავი 15 ქულას მოუყარა. ყველაზე შედეგიანი კი რიკი ჰიკმანი იყო 19 ქულით.

ისიც ვთქვათ, რომ "მაკაბის" ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელ ლიორ ელიაჰუს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

გერმანიის შემდეგ შერმადინის კლუბი გეზს საფრანგეთისკენ აიღებს და მასპინძელ "პარი-ლევალუასთან", თორნიკე შენგელიას ყოფილ კლუბ ბელგიურ "ბელგაკომ სპირუსთან" და თურქულ "გალათასარაისთან" ერთად, მორიგ "ოთხთა ტურნირში" ჩაებმება.

ნახევარფინალში თელავიველები პარიზელებს შეხვდებიან, ბელგიელები კი ძალებს სტამბულელებთან მოსინჯავენ. ამ წყვილებში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან.

WWW.GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავ გიორგი, სულ გამარჯვებულს გევლოს.
gizog
21:10 24-09-2012
0

სიახლეები პოპულარული