საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერი "ტულონი" თამაზ მჭედლიძით დაინტერესდა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ლიდერი "ტულონი" საქართველოს ნაკრების გარემარბით, თამაზ მჭედლიძით დაინტერესდა.

როგორც ფრანგული მედია იუწყება, ტულონელთა მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა უკვე მოახერხა ისეთი მაღალი დონის მოთამაშეების გადაბირება, როგორებიც არიან - ბრაიან ჰაბანა, ჯონ სმითი, მარტინ კასტროჯოვანი და მაიკლ კლასენი.

თუმცა ბურჯელალისა და "ტულონის" მთავარი მწვრთნელის, ბერნარ ლაპორტის "მადა" ამით არ დაკმაყოფილებულა.

მათ მენეჯერების საშუალებით უკვე დაამყარეს კონტაქტი სამხრეთაფრიკელ ფლანკერთან ფრანსუა ლოუსთან და საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "მონ დე მარსანის" უკანახაზელ თამაზ მჭედლიძესთან.

ამ მოთამაშეებთან ჯერჯერობით მოლაპარაკება მიმდინარეობს და ხელშეკრულება
გაფორმებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 20 წლის უკანახაზელი თამაზ მჭედლიძე "მონ დე მარსანში" წლევანდელი სეზონის დაწყების წინ ჩაირიცხა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში ევროთასებზე (ემლინ ჩელენჯ კაპი) გათამაშებაში იასპარეზა.

საფრანგეთის ჩემპიონატში "მონ დე მარსანი" 9 ქულით ბოლო ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული