დუდა სანაძის 14 ქულა და გამარჯვება "სამხრეთ დაკოტასთან"

AutoSharing Option
დუდა სანაძის "სან დიეგო ტორეროსმა" წარმატებით დაიწყო ერიკის სტუდენტური ლიგა, იგივე NCAA-ს ჩემპიონატი.

სანდიეგოელებმა საკმაოდ მძლავრ, სამხრეთ დაკოტას უნივერსიტეტს უმასპინძლეს და ქართველი ფორვარდის სიზუსტის წყალობით დაძაბულ ბრძოლაში - 74:70 გაიმარჯვეს.

სანაძემ 14 ქულა დააგროვა, საიდანაც 4 ბოლო წუთზე ჩააგდო. სანდიეგოელები საფინალო სირენამდე 4,36 წუთით ადრე დაკოტელები 67:61 იგებდნენ და გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა მასპინძლებმა მოინდომეს და ჯერ მეტოქეს მიუახლოვდნენ, ხოლო დასრულებამდე 1 წუთით ადრე სანაძემ 2 საჯარიმო ზუსტად ესროლა და "ტორეროსი" 71:70 დააწინაურა.

ამის შემდეგ სანდეგოელებმა ბურთი ჩაჭრეს და დენის
კრამერმა ზუსტი საჯარიმოთი მასპინძლები 72:70 დააწინაურა. მატჩს კი წერტილი ქართველმა კალათბურთელმა დაუსვა, რომელმაც ზუსტი ლეიაფით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 74:70.

სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი (სტუდენტურში თამაში 40 წუთს გრძელდება) გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

14 ქულასთან ერთად სანაძემ 4 მოხსნა და 1 პასიც მიითვალა. ბომბარდირი კი ჯონი დი გახდა 27 ქულით.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული