დუდა სანაძის "სან დიეგომ" მესამე მატჩიც მოიგო

AutoSharing Option
დუდა სანაძის "სან დიეგო ტორეროსმა" მესამე გამარჯვება მოიპოვა. კალიფორნიელები ბალტიმორში, მორგან სტეიტის უნივერსიტეტს შეხვდნენ და 68:61 დაამარცხეს.

თამაშის მსვლელობისას სანდიეგოელებიაგებდნენ, მატჩი საკმაოდ დაძაბული და თანაბარი იყო. ქართველმა უკანახაზელმა ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 30 წუთი გაატარა. სანაძემ 8-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანი კი ააცილა.

ქართველმა კალათბურთელმა ულებიმეტად საჭირო მომენტში მოაგროვა. მეორე ტაიმის შუაწელში ზედიზედ 2 ორქულიანით დუდამ "ტორეროსი" 2 ქულით დააწინაურა, ხოლო ბოლო წუთზე სანაძის და ჯონი დის ორქულიანებმა მასპინძლების საბოლოოდ გატეხეს.

6 ქულასთან ერთად სანაძემ დენის კრამერთან ერთად მატჩში
უმეტესი 7 მოხსნა მოაგროვა, რასაც 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა. სანდიეგოელთაგან 19 ქულით საუკეთესო ჯონი დი გახდა, რომელმაც საკუთარი საკარიერო მონაგარი "ტორეროსში" 1000 ქულამდე გაზარდა.

მომდევნო მატჩს სანდიეგოელები კვლავსტუმრად, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან გამართავენ.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული