სანამ საკუთარი დივიზიონის მატჩები დაეწყებოდეთ, სანდიეგოელები კალიფორნიიდან მოშორებით მყოფ გუნდებს ეჯიბრებიან და წარმატებითაც.
"ტორეროსის" მორიგი მსხვერპლი ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი გამოდგა, რომელიც სანდიეგოელებმა 75:44 გაანადგურეს.
მატჩი სანდიეგოელებისთვის იოლი გასეირნება გამოდგა. ამიტომაც მწვრთნელს სათადარიგოთათვის სათამაშო დროის გამოყოფის საშუალება მიეცა.
სანაძე ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 16 წუთი დაჰყო. ეს დრო საკმარისი აღმოჩნა, რომ დუდას 14 ქულა მიეთვალა. ამ შედეგით ის თავის გუნდში მხოლოდ დენის კრამერს ჩამორჩა, რომელმაც 15
სანაძემ 14-ივე ქულა მეორე ტამში მოაგროვა. მან 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა უკანახაზელმა 2 მოხსნა და 1 პასიც მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.
მომდევნო მატჩს "ტორეროსი" 21 ნოემბერს, თანაქალაქელ "კრისტიანის" უნივერსიტეტთან გამართავს. აღსანიშნავია, რომ ასეთი შედეგიანი სტარტი "სან დიეგოს" 1990-91 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია.
წყარო: gbf.ge