დუდა სანაძის 12 ქულა და ზედიზედ მე-5 გამარჯვება

AutoSharing Option
5-დან მე-5 გამარჯვება მოიპოვა დუდა სანაძის გუნდმა. "სან დიეგო ტორეროსმა" ამერიკის სტუდენტურ ლიგაში თანაქალაქელი "ქრიშენი" დაამარცხა. ქართველი უკანახაზელის გუნდმა შეხვედრა იოლად - 82:46 მოიგო.

სანაძე, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და ათქულიან ზღვარს ამჯერადაც ასცდა. დუდას ბევრი არ უთამაშია - 19 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. სანაძემ 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

"ტორეროსის" სასტარტოთაგან ქართველ კალათბურთელს ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა, ბომბარდირი კი ტომას ჯეიკობსი გახდა 14 ქულითა და 13 მოხსნით.

მომდევნო
მატჩს სანდიეგოელები 25 ნოემბერს ჩიკაგოში, ილინოისის უნივერსიტეტთან ჩაატარებენ.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული