სანაძე, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და ათქულიან ზღვარს ამჯერადაც ასცდა. დუდას ბევრი არ უთამაშია - 19 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. სანაძემ 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
"ტორეროსის" სასტარტოთაგან ქართველ კალათბურთელს ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა, ბომბარდირი კი ტომას ჯეიკობსი გახდა 14 ქულითა და 13 მოხსნით.
მომდევნო
წყარო: gbf.ge