დუდა სანაძის 14 ქულა და "სან დიეგოს" პირველი მარცხი

AutoSharing Option
დუდა სანაძის "სან დიეგო ტორეროსმა" სეზონის პირველი მატჩი წააგო.

სტუდენტური ლიგის 5 მოგებით დაწყების შემდეგ კალიფორნიულმა გუნდმა მარცხი განიცადა.

სანდიეგოელებმა ფლორიდაში დაწყებული "გალფ ქოსთის" მინი-ტურნირის მატჩში ჩიკაგოს "ილინოისის უნივერსიტეტთან" 70:74 წააგეს.

შეხვედრა თანაბარი იყო და მისი ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. ანგარიშში ყველაზე დიდი სხვაობა მატჩის დებიუტში დაფიქსირდა, როცა ჩიკაგოელები 13:6 გალიდერდნენ. სანდიეგოელები მდევრის როლში იყვნენ და ჩამორჩენა რამდენჯერმე მინიმუმამდე შეამცირეს.

მატჩის კულმინაცია საფინალო სირენამდე 2-3 წუთით ადრე იყო, როცა სანაძემ ზედიზედ 3 საჯარიმო ჩააგდო და "სან დიეგო" "ილინოისს" 65:66 მიაახლოვა.
ჩიკაგოელებმა შეძლეს სხვაობის გაზრდა და 70:65 დაწინაურდნენ, რითაც გამარჯვება გაიფორმეს.

სანაძე "ტორეროსის" შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სასტარტო ხუთეულში მყოფმა ქართველმა უკანახაზელმა 33 წუთი ითამაშა და ჯონი დის (19) შემდეგ 14 ქულით "ტორეროსის" მეორე მექულე გახდა. სანაძემ 6-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულასთან ერთად, 5 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი მიითვალა.

"გალფ ქოსთის" მინი-ტურნირის მეორე მატჩში "ლუიზიანამ" 99:62 გაანადგურა "გრინსბრო". "სან დიეგო" მორიგ მატჩს 26 ნოემბერს, "გრინსბოროსთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული