დუდა სანაძის 7 ქულა და მე-7 გამარჯვება

AutoSharing Option
ფლორიდის ქალაქ ესტეროში დასრულდა 3-დღიანი მინი-ტურნირი "გალფ ქოსთ შოუქეისი", რომელშიც დუდა სანაძის გუნდმა "სან დიეგო ტორეროსმა" მე-5 ადგილი დაიკავა.

კალიფორნიელებმა ფლორიდაში 4-დან 3 შეხვედრა მოიგეს, მთლიანობაში კი, საუნივერსიტეტო ჩემპიონატის ფარგლებში, 7 მოგება და 1 მარცხი გააჩნიათ.

ესტეროს ტურნირის ბოლო მატჩში "ტორეროსმა" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა "სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტი". შეხვედრა დაცვითი თამაშით გამოირჩა და ბევრი ქულა არ ჩავარდნილა. დაძაბული შეხვედრა საბოლოოდ სანდიეგოელებმა 59:56 მოიგეს.

ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 33 წუთი გაატარა. სანაძემ 4-დან 1 ორქულიანი, 6-დან 1 სამიანი და
2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა საბოლოოდ 7 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. სანდიეგოელთაგან 17 ქულით ბომბარდირი ჯონი დი გახდა.

მომდევნო მატჩს "სან დიეგო" ნიუ მექსიკოს ქალაქ ალბიკერკში, 30 ნოემბერს, ადგილობრივ "ლობოსთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული